„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №232 |
|
2026 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
1. 82 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირის სახელზე გაცემული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ან/და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი, სულ მცირე, 1 სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო რეგულარული ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად; ან“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პირის სახელზე გაცემული იყო საკონტროლო დოკუმენტი − მგზავრთა სია, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად.“.
2. მე-11 მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:
„53. ამ წესის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მენეჯერთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 82 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე გავრცელდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.“.
|