„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1211 |
|
2026 წლის 31 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ეკონომიკურ საქმიანობათა და სამისამართო რეესტრების (შემდგომ – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების, წარმოება, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა.“; ბ) მე-2 პუნქტს: ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება;“; ბ.ბ.) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება;“. 2. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის ამოცანებია: ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება, აგრეთვე ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საამზომველო/აგეგმვითი და საკადასტრო საქმიანობის წარმოება, აგრეთვე, გეოინფორმაციული სფეროს სტანდარტიზაცია და განვითარება, პოლიტიკის განსაზღვრა და აღსრულება.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“–„დ3“ ქვეპუნქტები: „დ1) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება; დ2) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება; დ3) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1211. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.22.027.017693.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1211, 31.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017693 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6877949/