ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 237 |
|
2026 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
ა) ამ დადგენილების დანართით განისაზღვროს საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით;
ბ) სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს (შემდგომში – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) თანხმობის შემთხვევაში განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის განხორციელების ვალდებულება იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან მიმართებით, რომელთა სავარაუდო ღირებულება, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, შეადგენს ან აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.
2. ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უზრუნველყოფს იმ საქონლისა და მომსახურების სტანდარტიზებას, რომელთა შესყიდვის საჭიროება გააჩნია ერთზე მეტ შემსყიდველ ორგანიზაციას და კონსოლიდირებული ტენდერის წინამოსამზადებელი ეტაპის სათანადოდ წარმართვის მიზნით, შესაბამის ორგანიზაციებს წინასწარ აცნობებს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მონაცემთა აგრეგირების მიზნითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით, აცნობოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მისი საჭიროებები.
3. იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან მიმართებით, რომელთა სავარაუდო ღირებულება ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შეადგენს ან აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან, კონკრეტული შესყიდვის საჭიროების დადგომისთანავე, დაუყოვნებლივ, მიმართონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს და აცნობონ თავიანთი საჭიროებები.
4. ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტში, იმავე პუნქტით დადგენილი წესით აცნობონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს თავიანთი საჭიროებები, იმავე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, მონაცემთა აგრეგირების საფუძველზე, გონივრულ ვადაში, ადგენს, აღემატება თუ არა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას და შესაძლებელია თუ არა შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში. ამასთან, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესაბამისი შესყიდვის განხორციელების შესაძლებლობის შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებისათვის შეუსაბამო პირობების არსებობის ან/და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესაბამისი შესყიდვის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, გადაავადოს შესყიდვის განხორციელება გონივრული ვადით ან უარი განაცხადოს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილებაზე და არ გამოაცხადოს კონსოლიდირებული ტენდერი. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ საჭიროების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში ან დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, შეისყიდონ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან შეთანხმებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შესყიდვის შეთანხმების პირობები განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს შესყიდვა, რომელიც ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საფუძვლით, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვა ხორციელდება უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ.
4. ამ მუხლის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვა უნდა შეათანხმოს მის განხორციელებამდე, მანამ, სანამ იგი, დადგენილი წესით, გააფორმებს ხელშეკრულებას შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე.
|
|