დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.152.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №42

2026 წლის 29 მაისი

ქ. დუშეთი

დუშეთის  ადმინისტრაციული  ერთეულის  ქალაქ დუშეთში მდებარე   მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების  შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის   ადმინისტრაციული  ერთეულის  ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის უსახელო შესახვევს მიენიჭოს მე-17 ქუჩის პირველი შესახვევის სახელი თანდართული რუკის  შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ  – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს  მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 აპრილის №34 განკარგულება – „დუშეთის  მუნიციპალიტეტის  ჭონქაძის  ადმინისტრაციული  ერთეულის  სოფელ ქერანაში  მდებარე   მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების  შესახებ“.

6.  განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ნუკრი უნდილაშვილი

📎 დანართები (1)
ორტოფოტო_დუშეთი_წიკლაური.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2026.
როდის იქნა მიღებული „დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ“?
„დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ“ მიღებულია 29.05.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.152.016176.
სად არის „დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე მე-17 ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ“, №42, 29.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016176 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6878976/