დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 32-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.152.016177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №43

2026  წლის 29  მაისი

ქ. დუშეთი

დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის 32-ე ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას  მიენიჭოს 32-ე  ქუჩის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                       ნუკრი უნდილაშვილი

📎 დანართები (1)
ორთო_დუშთი_ეღიკაშვილი.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗