საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2007
ძალის დაკარგვა 06.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.864
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 29/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.864
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №38
2007 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №320 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
დ. კეზერაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექციის) ფუნქციებს და ამოცანებს, ადგენს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების უფლებებსა და მოვალეობებს, კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გენერალური ინსპექცია არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს შიდა უწყებრივ კონტროლს.
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
5. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
6. გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: თავდაცვის მინისტრის დავალებები და მითითებები, ცნობები საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალები.
7. გენერალური ინსპექცია ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებას იწყებს თავდაცვის მინისტრისა ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
8. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია აისახება გენერალური ინსპექციის სპეციალურ რეესტრში.
9. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, გააჩნია აგრეთვე ემბლემა, შესაბამისი შტამპი და ბლანკი.
10. გენერალური ინსპექციის დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები
1. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების სამსახურებრივი შემოწმება და კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური კონტროლი.
2. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება;
ბ) სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება;
გ) საბიუჯეტო სახსრებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული გრანტების მიზნობრივად გამოყენების შემოწმება და კონტროლი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ვ) სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მომსახურება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები
1. გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს:
ა) სამინისტროს ტრუქტურული ქვედანაყოფებიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და ოპერატიულად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით;
ბ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის უზრუნველსაყოფად მოიწვიოს სამინისტროს ნებისმიერი საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის თანამდებობის პირი, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება;
გ) სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური კონტროლის წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების შემუშავების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მოიწვიოს სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე ან/და სხვა სპეციალისტი, აგრეთვე ითანამშრომლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
დ) თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, „ცხელი ხაზით“ შემოსული ინფორმაციები;
ვ) სამსახურებრივი შემოწმების, მონიტორინგისა და ფინანსური კონტროლის შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე და წინადადებები მათი აღმოფხვრის თაობაზე;
ზ) ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების და ფინანსური კონტროლის შედეგების მიხედვით, მინისტრის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
თ) შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია არსებული მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის შესახებ;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები თავდაცვის მინისტრისათვის, აგრეთვე პროფილაქტიკური ხასიათის მითითებები სამინისტროსა და მის მოსამსახურეთა მიმართ;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლოს სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის, დაჭრისა და ტრამვის მიღების ფაქტები უკავშირდება თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გასცეს შესაბამისი დასკვნა;
გ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმებები კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
დ) სხვა ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ე) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) უზრუნველყოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლი;
ზ) შეასრულოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
3. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით.
4. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. გამონაკლის შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.
5. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი, გარდა ამ დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულისა, შეიძლება იყოს მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, აგრეთვე თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმური შემოწმების გრაფიკი.
6. გენერალური ინსპექცია, გარდა ცენტრალური კანცელარიისა, წერილობით შეტყობინებებს და ცნობებს ღებულობს სპეციალური ყუთიდან, რომელიც განთავსებულია სამინისტროს სამოქალაქო ოფისში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
7. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
8. პირის მიერ გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან, ასეთი ინფორმაციის ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, იწვევს შესაბამის თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
9. გენერალური ინსპექცია ინფორმაციას გასცემს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;
ბ) კონტროლისა და აუდიტის სამმართველო;
გ) გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სპეციალურ დავალებათა სამმართველო.
2. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო აკონტროლებს შემდეგ საკითხებს:
ა) საკადრო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება;
გ) სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა და ჯარისკაცებს შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობა და მათი კომუნალური მომსახურება;
ე) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების მდგომარეობა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობა.
3. კონტროლისა და აუდიტის სამმართველო აკონტროლებს შემდეგ საკითხებს:
ა) სამინისტროს სისტემაში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა, საფინანსო აღრიცხვა და ანგარიშსწორება, განხორციელება და დაცვა;
ბ) საბიუჯეტო სახსრებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული გრანტების მიზნობრივად გამოყენების შემოწმება და კონტროლი;
გ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მდგომარეობის კონტროლი.
4. გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის და სპეციალურ დავალებათა სამმართველო:
ა) ახორციელებს ინსპექციის საქმისწარმოებას, შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავებას, ორგანიზებას უწევს საარქივო საქმისწარმოებას, დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვას. აწარმოებს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვასა და უზრუნველყოფს მათ შენახვას გარკვეული პერიოდით;
ბ) სამართლებრივი შეფასების მიზნით გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმების შედეგებზე წარმოდგენილ მასალებზე შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს;
გ) საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ კონსულტაციებს აძლევს გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებზე;
ე) აკონტროლებს გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის საკითხებს;
ვ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლს;
ზ) ასრულებს თავდაცვის მინისტრის და გენერალური ინსპექციის უფროსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. უფროსი:
ა) მოქმედებს თავდაცვის მინისტრის სახელით და წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის მუშაობას;
გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის აქტებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს და თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმური, თემატური ან/და კომპლექსური შემოწმების ჩატარების შესახებ. განსაზღვრავს მათ ვადებს;
თ) თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის შესახებ. აგრეთვე, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ი) შუამდგომლობს თავდაცვის მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
კ) თავდაცვის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელისთვის.
4. უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
5. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რომელშიც სრულად იქნება ასახული თანამშრომლის თანამდებობა და რითაც, არსებული წესით, ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების, ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით, ინსპექციის თანამშრომლებს შესამოწმებელ ობიექტებზე დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვთ. სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გენერალური ინსპექციის თანამშრომელს აღმოუჩინოს დახმარება და უზრუნველყოს ფუნქციონალური მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება.
6. უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს უფროსს ინსპექციის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ასრულებს უფროსის დავალებებს, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას და ვიზირებას უკეთებს შედგენილ დასკვნას;
გ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს უფროსის მოადგილე.
7. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
გ) ამზადებს და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვა-ლეობის შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ, უფროსს მოახსენებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;
ი) ყოველთვიურად, უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხუსმგებლობის გამოყენების შესახებ;
ლ) უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
მ) სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლებამოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
8. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება უფროსთან.
9. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი უფროსის წარდგინებით.
10. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე:
ა) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას;
ბ) ატარებს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებში სამსახურებრივ და ფინანსურ შემოწმებას. შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
გ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
დ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
ე) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ვ) ჩატარებული შემოწმებების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და გენერალური უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ;
ზ) პერსონალურად პასუხისმგებელია ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სისრულეზე და სრულყოფილებაზე.
11. გენერალური ინსპექციის საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვა.
12. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სხვა დამატებით ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
13. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები
გენერალური ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.