სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო მინდობილო-
ბის № და თარიღი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.033.009.866
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 30/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| № | გაცემის თარიღი |
| ნიშნების მიმღების გვარი, სახელი | მინდობილო- ბის № და თარიღი |
| განაცხადის № და თარიღი | მოსაკრებლის გადახდის დოკუმენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 31.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.033.009.866
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №50
2007 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 ივნისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1 და №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №896 ბრძანება „სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 2004წ., №156, მუხ. 1457).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები
წესები შემუშავებულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროებისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესს.
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტებები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი – მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობის დროს სათამაშო მაგიდებსა და სათამაშო აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების მომწყობის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებზე სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
2. სამორინეს მაგიდა – სამორინეში განთავსებული სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზეც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს ერთი კონკრეტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლებისა და სხვა საშუალებებით ფულადი მოგების გათამაშებისათვის.
3. ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომელის მონაწილე ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით.
4. ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობისა ან/და თამაშობის შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე.
5. ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით.
6. სათამაშო აპარატი – მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმები, რომლებიც მოქმედებაში მოჰყავთ მონეტებით, ჟეტონებით ან სხვა საშუალებით და მოგება განისაზღვრება ციფრების, სიმბოლოების ან მათი კომბინაციის მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევით.
7. სალარო – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა.
მუხლი 2🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის წესი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შესაძენად სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირი ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოქმედი და სარეზერვო (გამოუყენებელი) სათამაშო მაგიდებისა და აპარატების, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაზე დადგენილი წესით აღებული ლიცენზიის ან ნებართვის ასლი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღება ხდება შესაბამის ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციაში, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღება თამაშების მომწყობ პირთა მიერ უნდა მოხდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში. თუ თამაშის მომწყობი (ორგანიზატორი) პირი საქმიანობას იწყებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან კვარტალის განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან, მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადახდილ უნდა იქნეს სრულად. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ახალი ნიშნების დამტკიცებამდე, გამოყენებულ იქნეს ძველი ნიშნები. იმ პირობით, რომ აღნიშნული ნიშნების სანაცვლოდ გადახდილი იქნება შესაბამისი მოსაკრებელი.
4. საგადასახადო ინსპექციის მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გაცემის დროს ამოჭრილ უნდა იქნეს შესაბამისი მიმდინარე აღმნიშვნელი ციფრი (ციფრები ნიშანზე განთავსებულია კვარტალების მიხედვით I-დან IV-ის ჩათვლით).
5. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები საგადასახადო ინსპექციის მიერ თამაშების მომწყობ პირებზე გაიცემა უფასოდ.
მუხლი 3🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების რეგისტრაცია
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების დაბეჭდვისა და უტილიზაციის წესი განისაზღვრება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საგადასახადო ინსპექციებზე მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით (დანართი №1).
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღებისა და სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირებზე ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებენ საგადასახადო ინსპექციები სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებზე მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით (დანართი №2).
მუხლი 4🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების დამაგრების წესი
1. სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირის მიერ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების დამაგრება წარმოებს სათამაშო მაგიდებზე, სათამაშო აპარატებზე, რულეტზე (სათამაშო ბორბალი), ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროებზე – თვალსაჩინო ადგილას.
2. ყოველი საანგარიშო კვარტალისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდება თამაშების დაწყების კალენდარული კვარტალის პირველ დღეს და იხსნება საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) ბოლო დღეს.
მუხლი 5🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში შეცვლის წესი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექვემდებარება ახლით შეცვლას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი ითვლება დაზიანებულად, თუ მასზე დატანილი ინფორმაცია ან მისი ნაწილი არ იკითხება და არ იძლევა ნიშნის იდენტიფიცირების საშუალებას.
3. მოსაკრებლის გადახდის დაზიანებული ნიშნის მოხსნა დაბეგვრის ობიექტიდან ხდება სათანადო აქტის გაფორმების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს თამაშების ორგანიზატორი პირი და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი. აქტში მითითებულ უნდა იქნეს დაზიანების მიზეზი, თარიღი და დაზიანების ხარისხი.
4. დაზიანებული ნიშნები გადასაცვლელად წარედგინება იმ საგადასახადო ინსპექციას, რომლის მიერ გაცემულია აღნიშნული ნიშანი, მაგრამ არა უგვიანეს დაზიანებიდან მეორე დღისა.
5. საგადასახადო ინსპექცია მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაზიანებული ნიშნების წარმოდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
6. საგადასახადო ინსპექციები მოსაკრებლის გადახდის დაზიანებულ ნიშნებს წარადგენენ საგადასახადო დეპარტამენტში არა უგვიანეს შესაბამისი პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
მუხლი 6🔗. უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვისა და ლუქის ახსნის წესი
1. სარეზერვო სათამაშო მაგიდების, ავტომატების და ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს სალაროების დალუქვა ხდება იმ ფორმით, რომელიც გამორიცხავს ლუქის დაზიანების გარეშე მათი გამოყენების (ექსპლუატაციის) შესაძლებლობას.
2. დაბეგვრის უმოქმედო ობიექტების (სამორინეს სათამაშო მაგიდები და ავტომატები, ბინგოსა და ტოტალიზატორების სალაროები) დალუქვას ახდენენ საგადასახადო ინსპექციები შესაბამისი აქტის შედგენით.
3. დალუქულ ობიექტებზე ლუქის ახსნას ახდენენ საგადასახადო ინსპექციები სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირის განცხადების საფუძველზე. საგადასახადო ინსპექციის მხრიდან ლუქის ახსნა ხდება შესაბამისი აქტის შედგენის გზით.
4. სათამაშო მაგიდები და ავტომატები, რომლებიც ითვლებიან სარეზერვოდ და არ არის დალუქული, გატანილ უნდა იქნეს სათამაშო დარბაზიდან. წინააღ-მდეგ შემთხვევაში ისინი ითვლებიან როგორც მოქმედი და გადახდილ უნდა იქნეს მოსაკრებელი არსებული წესის შესაბამისად.
5. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე და დაზიანებული ლუქისა ან დაულუქავი დაბეგვრის ობიექტების არსებობის შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლით განსაზღვრული სანქციები.
დანართი 1
საგადასახადო ინსპექციებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი
საგადასახადო ინსპექცია –––––––––––––
№
გაცემის თარიღი
სათამაშო მაგიდა
სათამაშო ავტომატები
ტოტალიზატორი
ბინგო
ლოტო
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
ნიშნების მიმღების გვარი, სახელი
მინდობილო-
ბის № და თარიღი
პირადობის მოწმობის №
მიმღების ხელმოწერა
გამცემის ხელმოწერა
შენიშვნა (ნიშნების დაბრუნების აღნიშვნა)
დანართი 2
სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებზე მოსაკრებლის
გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი
გადამხდელის დასახელება ––––––––––
საიდენტიფიკაციო № – – – – – – – – – შემთხვევითობის თამაშ. მოწყობის ადგილი
ლიცენზია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეგისტ. № გაცემ. თარიღი მოქმედების პერიოდი
ტელეფონი–––––––––––
№
გაცემის თარიღი
საანგარიშო პერიოდი, რომლის-თვისაც გაიცა ნიშანი
სათამაშო მაგიდა
სათამაშო ავტომატები
ტოტალი-ზატორი
ბინგო
ლოტო
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
რაოდენობა
სერია
ნომერი
გაგრძელება
განაცხადის № და თარიღი
მოსაკრებლის გადახდის დოკუმენტი
გადახდილი მოსაკრებლის თანხა
ნიშნების მიმღების გვარი, სახელი
მინდობილობის № და თარიღი
პირადობის მოწმო-
ბის №
ნიშნების მიმღების ხელმოწერა
ნიშნების გამცემი
ნიშნების დაბრუნების აღნიშვნა
გვარი ,სახელი
ხელმოწერა
დაბრუნების თარიღი
სერია ნომერი