„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №240 |
|
2026 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31
1. სააგენტოს მიერ გაწეული საკადასტრო და საამზომველო სამუშაოების წარმოებისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
ა) უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით – 15 სამუშაო დღის ვადაში:
ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 1500 მ2 (0.15 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 300 ლარი, 1500 მ2 (0.15 ჰა)-დან 10 000 მ2 (1 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 500 ლარი, 10 000 მ2 (1 ჰა)-დან 50 000 მ2 (5 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 700 ლარი, 50 000 მ2 (5 ჰა)-ზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის – 1000 ლარი;
ა.ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 1500 მ2 (0.15 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 600 ლარი, 1500 მ2 (0.15 ჰა)-დან 10 000 მ2 (1.0 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 1000 ლარი, 10 000 მ2 (ჰა)-დან 50 000 მ2 (5 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 1400 ლარი, 50 000 მ2 (5 ჰა)-ზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის – 2000 ლარი. აღნიშნულ საფასურს ემატება ერთეული შენობის საკადასტრო აზომვის საფასური – 20 ლარი;
ა.გ) სასოფლო-სამეურნეო/არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში საფასური და ვადები დგინდება წინასწარი განფასებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი სამუშაო, ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით:
ბ.ა) 15 სამუშაო დღის ვადაში 50 კვ/მ-ის ჩათვლით შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 300 ლარი, 50 კვ/მ-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ემატება საფასური 5 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო/არასასოფლო-სამეურნეო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში საფასური და ვადები დგინდება წინასწარი განფასებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრების ადგილზე დადგენა/მარკირება – 15 სამუშაო დღის ვადაში უძრავი ნივთის საზღვრების 4 წერტილამდე – 300 ლარი, ხოლო ყოველი დამატებითი წერტილი – 10 ლარი;
დ) აეროგადაღება უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) გამოყენებით – 1 000 000 მ2 (100 ჰა)-ის ჩათვლით ფართობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში – 3000 ლარი, 1 000 000 მ2 (100 ჰა)-ზე მეტი ფართობის მქონე ტერიტორიის შემთხვევაში თითოეულ ჰექტარზე ემატება 50 ლარი;
ე) წერტილების კოორდინატების გამოთვლა და ტრანსფორმაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – ერთეული წერტილი − 50 ლარი;
ვ) პასიური გეოდეზიური ქსელის წერტილების შესახებ ინფორმაციის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში − ერთეული წერტილი − 50 ლარი;
ზ) ციფრული სიმაღლური მოდელისა (რასტრულ ფორმატში) და რელიეფის ციფრული ვერსიის (იზოჰიფსების) ელექტრონული ვერსიის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 50 ლარი;
თ) წინასწარი განფასებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე:
თ.ა) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარება;
თ.ბ) გეოინფორმაციული ანალიზი, გეომონაცემთა ბაზების სისტემატიზაცია და ინტეგრაცია;
თ.გ) აერო- და კოსმოსური სურათების რეფერენცირება (ტრიანგულაცია), ორთოფოტოგეგმების მომზადება, დეშიფრირება და ანალიზი;
თ.დ) დისტანციური ზონდირების სხვადასხვა მეთოდით განსხვავებული თემატიკის საბაზისო და თემატური სივრცითი მონაცემების შექმნა;
თ.ე) კარტოგრაფირება და მონაცემთა ვიზუალიზაცია.
2. ამ მუხლით განსაზღვრული საკადასტრო და საამზომველო სამუშაოების წარმოებისათვის, წელიწადის დროისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დასაშვებია, მომსახურება დაინტერესებულ პირს გაეწიოს ამ მუხლით დადგენილი ვადებისგან განსხვავებულ ვადებში, რის თაობაზეც დაინტერესებულ პირს წინასწარ ეცნობება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნისას მომსახურების გაწევამდე გადაიხდება ამავე მუხლით ამავე მომსახურებისთვის დადგენილი მინიმალური საფასური. თუ ობიექტის ადგილზე სამუშაოების ჩატარებისას დადგინდება, რომ საჭიროა დამატებითი საფასურის გადახდა უძრავი ნივთის ფართობის/საზღვრების წერტილების მიხედვით, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შიდა აზომვითი ნახაზი ან/და ინფორმაცია/დოკუმენტი მომზადდება და გაიცემა ამავე მუხლით დადგენილი საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.“.
2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41
1. სააგენტოს მიერ გაწეული საკადასტრო და საამზომველო სამუშაოების დაჩქარებული წარმოებისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვა/აზომვა – ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით – 5 სამუშაო დღის ვადაში:
ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 1500 მ2 (0.15 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 600 ლარი, 1500 მ2 (0.15 ჰა)-დან 10 000 მ2 (1 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 1000 ლარი, 10 000 მ2 (1 ჰა)-დან – 50 000 მ2 (5 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 1400 ლარი, 50 000 მ2 (5 ჰა)-ზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის – 2000 ლარი;
ა.ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – 1500 მ2 (0.15 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 800 ლარი, 1500 მ2 (0.15)-დან 10 000 მ2 (1 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 1500 ლარი, 10 000 მ2 (1 ჰა)-დან 50 000 მ2 (5 ჰა)-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთის – 2000 ლარი, 50 000 მ2 (5 ჰა)-ზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის – 3000 ლარი. აღნიშნულ საფასურს ემატება ერთეული შენობის საკადასტრო აზომვის საფასური – 20 ლარი;
ბ) შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი სამუშაო, ერთეული უძრავი ნივთის მიხედვით 5 სამუშაო დღის ვადაში 50 კვ/მ-ის ჩათვლით შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 600 ლარი, 50 კვ/მ-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ემატება საფასური 5 ლარის ოდენობით;
გ) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრების ადგილზე დადგენა/მარკირება – 5 სამუშაო დღის ვადაში უძრავი ნივთის საზღვრების 4 წერტილამდე – 600 ლარი, ხოლო ყოველი დამატებითი წერტილი – 10 ლარი;
დ) წერტილების კოორდინატების გამოთვლა და ტრანსფორმაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – ერთეული წერტილი – 100 ლარი.
2. ამ მუხლით განსაზღვრული საკადასტრო და საამზომველო სამუშაოების წარმოებისათვის, წელიწადის დროისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დასაშვებია, მომსახურება დაინტერესებულ პირს გაეწიოს ამ მუხლით დადგენილი ვადებისგან განსხვავებულ ვადებში, რის თაობაზე დაინტერესებულ პირს წინასწარ ეცნობება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნისას, მომსახურების გაწევამდე გადაიხდება ამავე მუხლით ამავე მომსახურებისთვის დადგენილი მინიმალური საფასური. თუ ობიექტის ადგილზე სამუშაოების ჩატარებისას დადგინდება, რომ უძრავი ნივთის ფართობის/საზღვრების წერტილების მიხედვით საჭიროა დამატებითი საფასურის გადახდა, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან/და ინფორმაცია/დოკუმენტი მომზადდება და გაიცემა ამავე მუხლით დადგენილი საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს წელიწადის დროისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მომსახურება გაეწია დადგენილი ვადებისგან განსხვავებულ ვადებში, მინიმალური საფასურის გადახდის შემდეგ, დამატებითი საფასური გადაიხდება ამ დანართის 31 მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით.“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) თუ ამ დანართის 31 და 41 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის საჭიროა ობიექტზე ადგილზე გასვლა და ადგილზე გასვლამდე განმცხადებელმა წერილობით უარი განაცხადა მომსახურებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (მათ შორის, ამ დანართის 41 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზით). ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის;“.
|