„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №12 |
|
2026 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების/საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, აღნიშნული ვადის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფონდის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილებასთან/საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, ამ წესის დანართი №3-ით წარმოდგენილი ფორმით. სააღსრულებო ფურცელი შესაძლებელია გამოიცეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირების გზით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შემდგომ, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში:
ა) თუ მცირდება ან უქმდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და საურავის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა არ იცვლება;
ბ) თუ იზრდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და საურავის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა გაიზრდება.
5. თუ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა აღემატება სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის ოდენობას, აღნიშნული სხვაობა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის სახით აისახება.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა მიემართება იმ უპირველესი მოთხოვნის დასაფარად, რომლის იძულებით აღსასრულებლადაც გამოიცა სააღსრულებო ფურცელი.
7. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ან/და საურავის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფარვის მიზნით ამოღებული თანხით უპირველესად დაიფარება განუხორციელებელი საპენსიო შენატანი, შემდგომ მასზე დარიცხული საურავი. არასაკმარისი თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.“.
|