„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №242 |
|
2026 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩაუტარდება, სავარაუდოდ, 37 500 უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს, საიდანაც:
ა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება არაიდენტიფიცირებული უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა:
ა.ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.გ) ქვემო ქართლის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.დ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ე) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ვ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.თ) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ბ) საყურე ნიშნით იდენტიფიცირებადი უპატრონო/მიკედლებული ძაღლების ანტირაბიული ვაქცინაცია სააგენტოს მიერ განხორციელდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების იმავე ლოკაციაზე დაბრუნება, სადაც მოხდა თავდაპირველად მათი დაჭერა.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩაუტარდება, სავარაუდოდ, 38 401 უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს, საიდანაც:
ა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება არაიდენტიფიცირებული უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა:
ა.ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.გ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.დ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ე) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ვ) ქვემო ქართლის მხარიდან – ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.ზ) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ა.თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ბ) საყურე ნიშნით იდენტიფიცირებადი უპატრონო/მიკედლებული ძაღლების ანტირაბიული ვაქცინაცია სააგენტოს მიერ განხორციელდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების იმავე ლოკაციაზე დაბრუნება, სადაც მოხდა თავდაპირველად მათი დაჭერა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №242. სარეგისტრაციო კოდი — 410010020.10.003.025791.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №242, 02.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025791 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6882585/