„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის №130 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
130070000.63.075.016225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №127

2026 წლის 5 ივნისი 

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის №130 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის №130 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 31/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016200) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

მთავარ სამმართველოს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, ასევე ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამსახურის უფროსის და/ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ახორციელებს სამსახურის უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირებას სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) სამედიცინო მომსახურების სამსახური;

გ) №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური);

დ) ბადრაგირების სამსახური.“.

5. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური:

ა) კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას;

ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს;

გ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების მონიტორინგს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე;

ე) ახორციელებს დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას;

ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით ადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) კომპეტენციისა და საჭიროების ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს იზოლატორში წარმოებულ სტატისტიკას მონიტორინგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;

თ) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს;

ი) ადგენს ანგარიშს ყოველი ჩატარებული მონიტორინგის შესახებ და წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს;

კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების საფუძველზე 6 თვეში ერთხელ ამზადებს საერთო ანგარიშს და წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს;

ლ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით ორგანიზებასა და კონტროლს უწევს მთავარი სამმართველოს საქმისწარმოებას;

მ) ორგანიზებას უწევს მთავარი სამმართველოს შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას;

ნ) მთავარ სამმართველოში ჩასატარებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;

ო) აღრიცხავს და აანალიზებს მთავარი სამმართველოს მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს;

პ) წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების, სადაზღვევო, სატელეფონო მომსახურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე;

ჟ) სამსახურის შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

რ) ახორციელებს მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ს) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით, თანამშრომლობს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან;

ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

მუხლი 10

სამედიცინო მომსახურების სამსახური:

ა) უზრუნველყოფს იზოლატორში მოთავსებულ, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში იზოლატორში უშუალოდ მყოფ სხვა პირთა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას;

ბ) წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს იზოლატორში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნასთან დაკავშირებით;

გ) ადგენს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის ნუსხას და მთავარი სამმართველოს შესაბამის სამსახურს წარუდგენს მოთხოვნას მათი შესყიდვის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) აღრიცხავს სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას გაცემულ მედიკამენტებს;

ე) აწარმოებს სტატისტიკას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;

ვ) პერიოდულად, მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო მომსახურების სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ზ) თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

თ) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას ინფორმაცია:

თ.ა) თუ ეჭვი გაუჩნდა იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;

თ.ბ) თუ მოსათავსებელი/მოთავსებული პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა;

ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, როდესაც იზოლატორში არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. იზოლატორის სამედიცინო პუნქტი უშუალოდ ექვემდებარება მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების სამსახურს და არ შედის იზოლატორის შემადგენლობაში.“.

7. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

მუხლი 121

1. ბადრაგირების სამსახური:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმებს;

ბ) უზრუნველყოფს იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირებას საგამოძიებო მოქმედების განხორციელების, სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამედიცინო მომსახურების მიღებისა და სხვა გარემოებების არსებობისას;

გ) უზრუნველყოფს დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოებას;

დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბადრაგირების განხორციელებისას, უზრუნველყოფს დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედაპირულ შემოწმებასა და ზედაპირულ დათვალიერებას, პირად დათვალიერებას, ნივთების შემოწმებას, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გაქცეულ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა დევნას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. სამსახურის უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/ პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების საკითხები რეგულირდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

8. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

1. მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურს/სამედიცინო მომსახურების სამსახურს ხელმძღვანელობს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.

3. მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის საქმიანობას და წყვეტს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

დ) მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 16

1. მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს/სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურში/სამედიცინო მომსახურების სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

დ) ანაწილებს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურში/სამედიცინო მომსახურების სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსისა და მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის/სამედიცინო მომსახურების სამსახურის ცალკეულ დავალებებს.“.

9. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

მუხლი 171

იზოლატორის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.

10. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე მუხლები:

„მუხლი 20

ბადრაგირების სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს ბადრაგირების სამსახურის საქმიანობას და წყვეტს ბადრაგირების სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

დ) მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ბადრაგირების სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებს ბადრაგირების სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 21

1. ბადრაგირების სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. ბადრაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბადრაგირების სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.

3. ბადრაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს ბადრაგირების სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბადრაგირების სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

დ) ანაწილებს ბადრაგირების სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას მოსამსახურეთა შორის;

ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსისა და ბადრაგირების სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3, მე-4, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ბადრაგირების სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების, ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამსახურეების მიღებისთვის/დანიშვნისთვის, ასევე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3, მე-4, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ბადრაგირების სამსახური ამავე ბრძანებით მისთვის დაკისრებული ფუნქციების აღსრულებას უზრუნველყოფს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 9 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგელა გელაძე