„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 33-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) განახორციელოს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;“.
2. 341 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონის II თავისა, 32-ე მუხლისა და XI1 თავისა. ამასთანავე, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ კანონის მე-9 და 21-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით.
4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული შესაბამისი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა ავტორიზაცია ზოგადი განათლების იმ საფეხურზე, რომელზედაც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას. ამ იურიდიული პირისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება ავტორიზაციის განსხვავებული პირობები განისაზღვროს.
6. მოსწავლეს, რომელიც საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს მობილობის უფლებით. მობილობის პროცესში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ახორციელებდნენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას, ამავე კანონის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა და 24 თვის ვადაში − ავტორიზაციის მოპოვება.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 9 ივნისი 2026 წ. N1646-Vმს-XIმპ |