„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, გარდა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლებისა;“.
2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამასთანავე, ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან ავტორიზაციის დებულების შესაბამისად აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ 60 დღეზე მეტი ვადა.“.
3. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 9 ივნისი 2026 წ. N1647-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1647-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.103120.
- რამდენი მუხლისგან შედგება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1647-Vმს-XIმპ, 09.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.103120 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6884358/