„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №14 |
|
2026 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (სსმ III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285):
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“: ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) აღნიშნული პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.“; ბ) მე-19 მუხლის: ბ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი.“; ბ.ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 191 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-19 და 191 მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“; გ.ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში.“; გ.გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) განაწილების ლიცენზიის სალიცენზიო არეალისა და მასში განხორციელებული ცვლილების შესახებ, მათ შორის, სალიცენზიო არეალის შემცირების ან გაზრდის შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.“; ე) 38-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: „მუხლი 381. ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი 1. ამ მუხლით განსაზღვრული პირობები და საფასური ვრცელდება ახლად გაზიფიცირებულ დასახლებებში ახალი ობიექტების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის სალიცენზიო არეალის ცვლილებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, თუ გაზიფიცირება განხორციელებულია: ა) საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის („გაზიფიცირების პროგრამა“) ფარგლებში; ან ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ, არაგაზიფიცირებული დასახლებ(ებ)ის გაზიფიცირების შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 და 191 მუხლებით, თუ ამ მუხლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. 3. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში, თუ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი წესების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნას). მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას. 4. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად, მათ შორის, პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში. 5. ეს მუხლი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“; ვ) 39-ე მუხლს 61 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. წესების 381 მუხლით განსაზღვრული პირობები, მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ვრცელდება ასევე იმ დასახლებებზე, რომელთა გაზიფიცირება განხორციელდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის („გაზიფიცირების პროგრამა“) ფარგლებში ან განაწილების ლიცენზიატის მიერ არაგაზიფიცირებული დასახლებ(ებ)ის გაზიფიცირების საფუძველზე და რომელთა მიმართაც 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულია კომისიის გადაწყვეტილება შესაბამის დასახლებაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის სალიცენზიო არეალის გავრცელების შესახებ.“. 2. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3 გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით: ა) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური:
ბ) წესების 381 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ბ.ა) დაბალი წნევის 0-6 კუბ.მ./სთ სიმძლავრით ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური (მათ შორის, ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში) შეადგენს 400 ლარს, დღგ-ის ჩათვლით, ხოლო მიერთების ვადა განისაზღვრება „ა“ პუნქტში განსაზღვრული შესაბამისი პაკეტის მიხედვით; ბ.ბ) 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განწილვადების შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით; გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას თითოეული ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ან „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე წესების დანართი №4-ით განსაზღვრული საფასურის (შეთავაზებული პაკეტის საფასურის) დამატებით; დ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 70 სამუშაო დღეს.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან. |
|