ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-5 |
|
2026 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი |
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
1.
ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – 2026 წელი (შემდგომ – სტანდარტები).
2.
სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა 2026 წლის პირველ იანვარს და შემდგომ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდისთვის.
3.
სტანდარტები განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).
4.
ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტების მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში.
5.
სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“?
- დიახ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“?
- „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ მიღებულია 05.06.2026. მიმღები ორგანო — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №ნ-5. სარეგისტრაციო კოდი — 350080000.64.076.016163.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2026 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“, №ნ-5, 05.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016163 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6885351/