📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.22.027.009.884
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2007
matsne.gov.ge 2,004 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ფორმის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.22.027.009.884 საქართველოს იუსტიციის მინისტრის  ბრძანება №30 2007 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 30-ე მუხლების, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა და მისი აღწერილობა (დანართი №1). 2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი იარაღისა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის თანდართული ფორმა და მისი აღწერილობა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი (დანართი №3). 4. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის თანდართული აქტი (დანართი №4). 5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადების, შეკეთებისა და მათით ვაჭრობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის №893 და „შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის №894 ბრძანებები. 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. გუნცაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე დანართი №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის (ტექსტში შემდგომ – მოწმობის) ფორმა წარმოადგენს ცარცის 300 გრ/მ2  ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია შინდისფერი ფერის A4 ფორმის ერთ-ფურცლიან მოწმობას. 2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“, სალიცენზიო მოწმობის დასახელება და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის ნომერი, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი), ლიცენზიის მფლობელის მისამართი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის დასახელება და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). 3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი, მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სალიცენზიო მოწმობის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). 4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სალიცენზიო მოწმობა“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემას და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს. დანართი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სალიცენზიო მოწმობა 1. სალიცენზიო მოწმობის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ლიცენზიის გაცემის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ლიცენზიის მფლობელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ლიცენზიის მფლობელის მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქართველოს იუსტიციის მინისტრი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ​                                                                                       ლიცენზიის გამცემი პირის თანამდებობა სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––– ​ ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერა ბ. ა. დანართი №2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი იარაღისა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი იარაღისა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის (ტექსტში შემდგომ – მოწმობის) ფორმა წარმოადგენს ცარცის 300 გრ/მ2  ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ნაცრისფერი ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას. 2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“, სანებართვო მოწმობის დასახელება და ჩანაწერი გაცემული ნებართვის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სანებართვო მოწმობის ნომერი, ნებართვის გაცემის თარიღი, ნებართვის მფლობელის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი), ნებართვის მფლობელის მისამართი, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა, ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ნებართვის გამცემი თანამდებობის პირის დასახელება და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). 3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი, მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სალიცენზიო მოწმობის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). 4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სანებართვო მოწმობა“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემას და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს.  დანართი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სანებართვო მოწმობა  1. სანებართვო მოწმობის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  2. ნებართვის გაცემის თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  3. ნებართვის მფლობელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  4. ნებართვის მფლობელის მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  5. ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა: –––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  6. ნებართვის მოქმედების ვადა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  7. ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  საქართველოს იუსტიციის მინისტრი: ––––––––––––––––––– –––––––––– ​ ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა სახელი, გვარი  ––– ––––––––––––––––––––––––––––––––– ​ ნებართვის გამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერა ბ. ა. დანართი №3 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზიის, კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზიის, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და იარაღისა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის, იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვის სანებართვო მოწმობის ფორმის (ტექსტში შემდგომ – სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების) დამზადების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე. 4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.     მუხლი 2🔗. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამზადება 1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების დამზადება წარმოებს სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. დამზადებული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.     მუხლი 3🔗. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა 1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსო, სადაც ინახება სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.     მუხლი 4🔗. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შევსება 1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შევსება წარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში. 2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისად შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო და სანებართვო რეესტრში, რომელშიც ასევე მიეთითება სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის ბლანკის ნომერი.     მუხლი 5🔗. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გაცემა 1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია ლიცენზიის ან ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. ლიცენზიის ან ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების მიღების ფაქტს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში. 4. გაცემული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამოწმებული ქსეროასლი ინახება საქმეში ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის მიერ ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად.     მუხლი 6🔗. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დუბლიკატის გაცემა 1. გაცემული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების დუბლიკატი. 2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დუბლიკატის მისაღებად ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დუბლიკატის მიღების საფუძველი; ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმის დუბლიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.     მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა 1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას, ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №4 გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის  აქტი №  ქ. თბილისი                                                                                         „––––“ „–––––––– “ 2007 წ. წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი სალიცენ-ზიო/სანებართვო მოწმობების ფორმები: № სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ფორმის დასახელება რაოდენობა ფორმის ბლანკის ნომერი ჩამოწერის საფუძველი აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:  ფორმების გამოყენებასა და  აღრიცხვა-ანგარიშგებაზე  პასუხისმგებელი პირი --------------------------------  სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი --------------------------------