„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.025801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2026 წლის 5 ივნისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში       (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 010240060.10.003.022549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით   დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მოქმედების სფერო

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტი“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონისა  (შემდგომში  –  „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  კანონი) და „საჯარო  და  კერძო  თანამშრომლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  (შემდგომში   –  „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის) საფუძველზე და განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების, აგრეთვე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო) გასაჩივრების წესს, საბჭოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავის განხილვის წესს, საჩივრის ფორმასა და საბჭოში მისი წარდგენის წესს, საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესს.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება  აქვს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი  ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს:

ა) როგორც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ისე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება:

ა.ა) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებასა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან;

ა.ბ) ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;

ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა/გაუქმდა ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი ეხება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და მეთოდის შერჩევას;

ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია;

გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას.

4. საჩივარი საბჭოში წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, სატენდერო/საკონკურსო განცხადებაში, აგრეთე სისტემის SMP მოდულში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით, ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების ვადები

შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია, გასაჩივრდეს შემდეგ ვადებში:

ა) ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება − სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;

ბ) ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე;

გ) ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“.

4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე