„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№250
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.025799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №250

2026 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი     

ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და მინდობით აღზრდის ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და  დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში იგულისხმება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული დაწესებულებები.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან.“;

გ.ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/ რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).“;

დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარსებო შემწეობის გასაცემად, საბანკო დაწესებულებაში ანგარიში შეიძლება გაიხსნას ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრზე.“;

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საარსებო შემწეობის ადმინისტრირების მიზნებისთვის საჭირო პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის:

ე.ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი დაწესებულებებიდან და/ან ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს, მიიღოს, დაამუშაოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის;“;

ე.ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე – „ოჯახის დეკლარაციის“ ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად), ოჯახის გარდაცვლილი/ გამოკლებული წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში − ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში − მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).“;

ვ) 93 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა), საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლის ან სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად დაფიქსირების  შემთხვევისა ან თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, რა დროსაც, კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში − ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მაძიებელი/რეგისტრირებული ოჯახის წევრად  დაფიქსირების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან).“;

ზ) მე-10 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან  წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  −  საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი  და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) III​3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი III3

დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის  მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

მუხლი 10​​​5. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა

1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და  დამატებითი დაცვის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.

2. დევნილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ხოლო ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე ყოველთვიური შემწეობა გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობა ან საარსებო შემწეობა.

4. სსიპ –  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,  დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა (არასამუშაო დღის შემთხვევაში − მომდევნო სამუშაო დღეს), ელექტრონული რეესტრის სახით აწვდიან სააგენტოს დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა სრულ სიას.

5. სააგენტო  ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სიების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრუნებს ინფორმაციას ამ წესით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ.

6. სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, სააგენტოს უგზავნიან დაფინანსების მოთხოვნას დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ (ელექტრონული რეესტრის სახით − შესაბამისი ინფორმაციით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.

7. სააგენტო, დევნილის სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული ელექტრონული რეესტრის, ხოლო ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა შემთხვევაში –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.

8. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან სრულწლოვანების მიღწევამდე, ან არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციას სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აწვდის შეთანხმებული ფორმატით.

10. თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, შემწეობის თანხას იღებს უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი  სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

11. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

12. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე