„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-235
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.030.016393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-235

2026 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანების (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე საქმიანობა, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;";

ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც სამინისტროში საქმიანობას ახორციელებს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორად მიიღება  საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს:

ა) ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში – ამ წესის II თავით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფორმით;

ბ) ანაზღაურების გარეშე სტაჟირების შემთხვევაში – უკონკურსოდ, მინისტრის/საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) საბანკო რეკვიზიტები (ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში).“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონკურსის ჩატარებამდე მინისტრი/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი  იღებს გადაწყვეტილებას სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განათლების მიმართულებების, აკადემიური მოსწრების, კონკურსის ეტაპებისა და ტესტის გადალახვისათვის საჭირო მინიმალური ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროში/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის/საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8.  განაცხადი კონკურსზე

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის/სამინისტროს ვებგვერდის/საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ვებგვერდის/ელექტრონული ფოსტის/მატერიალური ფორმით და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. მე-10 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია, ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით და სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მინისტრს/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.";

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კომისიის წარდგინების საფუძველზე, პირის სტაჟიორად დანიშვნის უფლებამოსილება შესაძლებელია მინისტრის სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს შესაბამის თანამდებობის პირზე.“. 

9. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების წესი

1. ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში:

ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიღებული სტაჟიორისათვის შრომის ანაზღაურება ხორციელდება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებით დამტკიცებული წესის III1 თავით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება) მიღებული სტაჟიორებისთვის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს დოლარში დასაფინანსებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 აშშ დოლარის, ხოლო ევროში ასანაზღაურებელ ქვეყნებში არაუმეტეს 900 ევროს ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში  ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში, აგრეთვე საქართველოში.

3. სტაჟიორს სახელფასო დანამატი/ფულადი ჯილდო არ ეძლევა.“.

 

10. მე-16 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16 სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა

1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება:

ა) სამინისტროს სისტემაში ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მიღებულ სტაჟიორთათვის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 12 თვისა;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით  მიღებულ სტაჟიორთათვის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 6 თვისა.

2. სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, მინისტრის/საზღვარგარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში მიღებული სტაჟიორისა და სამინისტროს შეთანხმებით, შესაძლებელია სტაჟირების ვადის გაგრძელება, თუმცა სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში მიღებულ სტაჟიორთათვის, სამინისტროს შესაბამისი  სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით, შესაძლებელია სტაჟირების ვადის გაგრძელება, თუმცა სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

3. ანაზღაურებად სტაჟირებაზე მყოფ პირს უფლება აქვს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

4. სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე სასწავლო პრაქტიკის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 3 თვით.“.

 

11. 181 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ზურაბაშვილი