„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №007 |
|
2026 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.
2. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადაცემის საკითხის განხილვის მიზნით, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;
გ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი შესაბამის უცხო სახელმწიფოში გაგზავნა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით თანამშრომლობის ორგანიზება და ამ მიზნით პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;
ზ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;
თ) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
ი) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ლ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
მ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
ნ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
ო) ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;
პ) ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;
ჟ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში პროკურატურის წარმოდგენა;
ს) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;
ტ) ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირება და მიკვლევა საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მხარდაჭერის მიზნით;
უ) ქონების მოძიების სფეროში უცხო სახელმწიფოთა ქონების მოძიების ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის, მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;
ფ) საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებთან ქონების იდენტიფიცირებისა და მიკვლევის მიზნით ინფორმაციის გაცვლა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია;
ქ) ქონების იდენტიფიცირებისა და მიკვლევის მიზნით საჭირო ინფორმაციის დროული მიღება შესაბამის მონაცემთა ბაზებზე წვდომის გზით, თუ ეს შესაძლებელია, ან კომპეტენტური ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვის მეშვეობით;
ღ) ქონების მოძიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებში, ქსელებსა და სამუშაო ფორმატებში პროკურატურის წარმოდგენა და შესაბამისი საკონტაქტო ფუნქციების განხორციელება.“.
|