„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №008 |
|
2026 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.
2. მე-20 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;
გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
ა) ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის ხარისხი (პირველი და საკასაციო ინსტანციები);
ბ) აღკვეთის ღონისძიების პროცესებში მონაწილეობის ხარისხი;
გ) უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
დ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი.“.
3. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.
4. დანართი №3-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.
|