საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.027.009.886
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 31/01/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2007 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | საქმის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.027.009.886
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №32
2007 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლის, 239-ე მუხლის 54-ე ნაწილისა და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესადგენი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის თანდართული აქტი (დანართი №3).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. გუნცაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესადგენი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესადგენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ფორმას, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ოქმის წარმოებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.
4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 2🔗. ოქმის ფორმის დამზადება
1. ოქმის ფორმა მზადდება სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ოქმის ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 3🔗. ოქმის ფორმების შენახვა
1. ოქმის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
მუხლი 5🔗. ოქმის შევსება
1. ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენისას სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე – აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში, ოქმის მეორე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) გადაეცემა ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან.
5. შედგენილი ოქმის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესის შესაბამისად შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი.
6. შედგენილი ოქმი განსახილველად დაუყოვნებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოში).
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი
№2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე
ო ქ მ ი № –––––
ქ. თბილისი „––––“ „––––––––––“ 200 წელი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგენილია ––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ
(ოქმის შემდგენლის სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამრღვევის ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ახსნა-განმარტება:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ მოწმეები და დაზარალებულნი არსებობენ მიუთითეთ მათი სახელები, გვარები და მისამართები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: –––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე: –––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი
––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი
–––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
ჩანაწერი (მოტივი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე ––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმეთა და დაზარალებულთა ხელმოწერები:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
2. ––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენისათვის ოქმისა და მასზე თანდართული მასალების ჩაბარების თაობაზე –––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მივიღე ოქმი და თანდართული მასალები ––– გვერდზე
––––––––––––––––––––––––––––––––
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ხელმოწერა
დანართი
№3
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის
აქტი №
ქ. თბილისი „––––“ „––––––––“ 2007 წ.
წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმები:
№
საქმის დასახელება
რაოდენობა
ოქმის ფორმის ნომერი
ჩამოწერის
საფუძველი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
ფორმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი --------------------------------
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი ----------------------------------