# საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს იუსტიციის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №32
- მიღების თარიღი: 31.01.2007
- კონსოლიდირებული რედაქცია: 31.01.2007
- სარეგისტრაციო კოდი: 020.080.160.22.027.009.886
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/68860/0
- წყარო: https://legali.ge/law/68860/

> ეს არის 31.01.2007 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესადგენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ფორმას, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ოქმის წარმოებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.

4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობი

[https://legali.ge/law/68860/muxli-1/](https://legali.ge/law/68860/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ოქმის ფორმის დამზადება

1. ოქმის ფორმა მზადდება სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. ოქმის ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირ

[https://legali.ge/law/68860/muxli-2/](https://legali.ge/law/68860/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ოქმის ფორმების შენახვა

1. ოქმის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ოქმის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთა

[https://legali.ge/law/68860/muxli-3/](https://legali.ge/law/68860/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები

1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით; გ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი

[https://legali.ge/law/68860/muxli-4/](https://legali.ge/law/68860/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ოქმის შევსება

1. ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენისას სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე – აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში, ოქმის მეორე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) გადაეცემა ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან.

5. შედგენილი ოქმის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესის შესაბამისად შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი.

6. შედგენილი ოქმი განსახილველად დაუყოვნებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოში

[https://legali.ge/law/68860/muxli-5/](https://legali.ge/law/68860/muxli-5/)

---

## მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა

1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ნომერი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი
№2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე

ო ქ მ ი   № –––––

ქ. თბილისი                                                                    „––––“ „––––––––––“ 200 წელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგენილია ––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                           მიერ

(ოქმის შემდგენლის სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა)

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამრღვევის ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები)

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ახსნა-განმარტება:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თუ მოწმეები და დაზარალებულნი არსებობენ მიუთითეთ მათი სახელები, გვარები და მისამართები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: –––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე: –––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი

––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი

–––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა

ჩანაწერი (მოტივი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე ––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმეთა და დაზარალებულთა ხელმოწერები:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა

2. ––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა

ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენისათვის ოქმისა და მასზე თანდართული მასალების ჩაბარების თაობაზე –––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მივიღე ოქმი და თანდართული მასალები ––– გვერდზე

––––––––––––––––––––––––––––––––

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ხელმოწერა

დანართი
№3

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერის

აქტი №

ქ. თბილისი                                                                          „––––“ „––––––––“ 2007 წ.

წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმები:

№

საქმის დასახელება

რაოდენობა

ოქმის ფორმის ნომერი

ჩამოწერის

საფუძველი

აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი --------------------------------

სტრუქტურული ერთეულის

ხელმძღვანელი --------------------------------

[https://legali.ge/law/68860/muxli-6/](https://legali.ge/law/68860/muxli-6/)
