საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2026 წლის 8 ივნისი ქ. საჩხერე |
|
სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და მაღალმთიანობის საკითხთა განყოფილება;
ბ) კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) საორგანიზაციო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
დ) იურიდიული განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მერის წარმომადგენლების მეშვეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ მერისთვის წარდგენას;
ბ) მერის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მერისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
გ) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
დ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ე) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ გადაგზავნას დანიშნულებისამებრ;
ვ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ზ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
თ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ი) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
კ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ლ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
მ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ო) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
პ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ჟ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მერის წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას;
ბ) მერის წარმომადგენლებისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციების მიღებას და სათანადო დამუშავების შემდეგ მერისათვის წარდგენას;
გ) მერის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მერისთვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;
დ) მერის წარმომადგენლების დახმარებას მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენისა და სტატუსის მონიტორინგის საკითხების ორგანიზებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
კ) მერიის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ლ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
მ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ნ) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
ო) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
პ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ჟ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
რ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
ს) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ტ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
უ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ფ) მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ქ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ღ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მერიის სამუშაო თათბირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებას; სამუშაო თათბირებზე პირთა მოწვევას, სამუშაო თათბირებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, თათბირების ოქმების წარმოებას და თათბირებზე მიცემული დავალებების შესრულების კონტროლს;
ბ) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას;
გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
ე) მერიის თანამდებობის პირების, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ვ) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ზ) მერიის თანამდებობის პირების, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
კ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ლ) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) ელექტრონული საქმისწარმოების გამართულ ფუნქციონირებას;
ნ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ო) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.