საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2026 წლის 8 ივნისი ქ. საჩხერე |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: არქიტექტურის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციბი განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
დ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ვ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
კ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ლ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ნ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
პ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას:
ჟ) გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტის მომზადებას;
რ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებას;
ს) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ბ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებას;
ვ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ზ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
თ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ლ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
მ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ნ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას;
ო) გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტის მომზადებას;
პ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებას;
ჟ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
რ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.