საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.130.016557
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 8 ივნისი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №79 დადგენილება“ (სსმ, ვებგვერდი, 01/05/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016288).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩხიკვაძე



დანართი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის

სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და აღკვეთას; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას, გარე რეკლამის განთავსების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების, გარე ვაჭრობის დადგენილი წესების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარიული ნორმების დაცვას და კონტროლს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის-განყოფილებისა და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: მონიტორინგისა და ექსპლოატაციის განყოფილება.                                                     

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

7. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;

გ) მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე ზრუნვა, დანგრეული, დაუმთავრებელი საამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, საამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარება;

დ) ზედამხედველობა გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;

ე) არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზება და ამოღებაზე კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით დოკუმენტალური გაუფორმებლობის, მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემის; სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევებში ინსპექტირების განხორციელება;

ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფავების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა. იურიდიულ პირებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი;

თ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობიდან, ასევე იურიდიული პირებიდან (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) /დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე კონტროლი;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დამრღვევთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;

კ) მოსაკრებლის ბაზის დადგენა და წინადადებების მომზადება; 

ლ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების შესრულება;

მ) კონტროლი საამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და საამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა);

ნ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

ო) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;

პ) ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე,  სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურად გაჩეხვაზე, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ჟ) უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და სინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება, რომლებიც არეგულირებენ ქ. საჩხერის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საქმიანობას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ტ) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვების პირობების დაცვის კონტროლი;

უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;

ფ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება;

ქ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.


მუხლი 4. მონიტორინგისა და ექსპლოატაციის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის მონიტორინგისა და ექსპლოატაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

გ) მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე ზრუნვას, დანგრეული, დაუმთავრებელი საამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, საამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარებას;

დ) კონტროლს საამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და საამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა);

ე) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა- ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს;

ვ) ზედამხედველობას ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე,  სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობას და კონტროლს;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, მათზე რეაგირებას, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნას;

ი) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულებას;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.