„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.018023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №177

2026 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში (სსმ III, №145, 25.11.09,  მუხლი 1695) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის“:

1. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ გამოძიებას

სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ გამოძიებას, დისციპლინური სახდელის დადება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევის გამო შეიძლება მხოლოდ პროკურორის წარდგინებით ან სასამართლოს კერძო განჩინების საფუძველზე, ხოლო სხვა დარღვევების გამო – საერთო წესით.“.

2. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება სამსახურის სპეციალური რაზმის თანამშრომლებზე. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ მათთვის მოწყობილი კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები შედგება რამდენიმე სასწავლო მოდულისგან და სამსახურის სპეციალური რაზმის თანამშრომელი რომელიმე კონკრეტული სასწავლო მოდულის შუალედურ/საბოლოო გამოცდაზე პირველად მიიღებს უარყოფით შეფასებას, მას მხოლოდ ერთჯერადად მიეცემა უფლება, განმეორებით ჩააბაროს აღნიშნული შუალედური/საბოლოო გამოცდა (მომდევნო სასწავლო მოდულის დაწყებამდე) და მიიღოს დადებითი შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დათხოვნილი იქნება სამსახურიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №177. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.018023.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №177, 09.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.018023 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6886991/