საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და შევსების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №79/№2-220 |
|
2026 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 411 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და შევსების წესი თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს №618/№131 ერთობლივი ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და შევსების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ქვემდებარეობას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას და შევსების პროცედურას. მუხლი 2 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) (შემდგომ − ოქმი) დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 41-ე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში. 2. ოქმის ფორმა ივსება ერთობლივად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. 3. ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს. 4. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. მუხლი 3 1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 2. ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და შედგენის ადგილი; ბ) ოქმის შემდგენლების თანამდებობა, სახელი, გვარი; გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი), დაბადების თარიღი/რეგისტრაციის თარიღი, მოქალაქეობა და სამუშაო ადგილი; დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; ვ) მცურავი ობიექტის (თუ სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით) მონაცემები: მოდელი (ტიპი), სახელი (სარეგისტრაციო №), დროშა, ასევე IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი, საძახისი, მიწერის ნავსადგური; ზ) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელი, გვარი და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ოქმზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები; ი) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; კ) შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) მოწმის ან/და დაზარალებულის ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; მ) ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირების ხელმოწერა; ნ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა. მუხლი 4 1. ოქმის ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 2. ოქმის ფორმა შეიცავს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლით განსაზღვრულ დამცავ ნიშნებს. 3. ოქმის ფორმისთვის განისაზღვრება „დ.ო“ ან „დ.პ“ ანბანური სერია. 4. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). |