„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №3/431 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.009.902
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 05/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.22.028.009.902

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/24

2007 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №3/431 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №3/431 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის” (შემდგომში – კომისია) დებუ-ლებაში (სსმ III,2004 წელი,№150, მუხ. 1369) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

ა) კომისიის დებულების II თავის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:

„ე) არქეოლოგიური ქვეკომისია”;

ბ) კომისიის დებულების II თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა

და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).”;

გ) კომისიის დებულების III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის „111” მუხლი:

     „მუხლი 111

არქეოლოგიური ქვეკომისია იხილავს:

 ა) არქეოლოგიური სამუშაოების პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებულ არქეოლოგიურ სამუშაოთა ანგარიშებს;

გ) არქეოლოგიურ სამუშაოთა სამეცნიერ ო-მეთოდურ საკითხებს;

დ) არქეოლოგიურ ზონებში მიწის, სამეურნეო და სხვა სამუშაოთა, ასევე სატრანსპორტო და საფეხმავლო გადაადგილების შეზღუდვისა და აკრძალვის საკითხებს;

ე) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი