„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 13 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.121.016551
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 10 ივნისი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა- პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 13 მაისის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა- პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 13 მაისის N9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 14.05.2026 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016550) დანართში N1 - „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ - შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 16. ცხოველის ევთანაზია

1. ცხოველის ევთანაზია ჰუმანური მეთოდებით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.

2. ცხოველის ევთანაზია თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინალური დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია  და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.

3. ცხოველის ევთანაზია ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერი, სათანადო ინიექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური ტანჯვის მიყენების გარეშე საერთო ანესთეზიის გამოყენებით.

4. დაუშვებელია ცხოველის ევთანაზია არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნა;

ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

5. ევთანაზიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება).“.

2. დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 17. პასუხისმგებლობა
და
ხარჯების
ანაზღაურება

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები.

5. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.

6. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება  მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა.

7. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.

9.  იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანიდან 10(ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები, მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება.

10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

11. ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი სამუშაო) დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები).

12. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლის და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე.

13. მუნიციპალური თავშესაფრიდან ან კერძო თავშესაფრიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას ამ წესის საფუძველზე.

14. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ ცხოველი 10 კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს.

15. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“.

მუხლი 2🔗

დამტკიცდეს შინაური ბინადარი ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა დანართი N2-ის შესაბამისად.

მუხლი 3🔗

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე, 1032-ე, 1033-ე და 1034-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

მუხლი 4🔗

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარეშოთა გიორგაძე
დანართი N2

შინაური ბინადარი ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

N 0000001

ცხოველი:

სახეობა ..................................................................

ჯიში .......................................................................

სქესი ......................................................................

ასაკი .......................................................................

გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................

.........................................................................................................................................

იდენტიფიკატორი ......................................................................................................

(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) N)

მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

ცხოველის პატრონი:

სახელი, გვარი .........................................................................

პირადი № .................................................................................

მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................

................................................................................................................................................

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

................................................................................................................................................

რეგისტრატორი:

სახელი, გვარი .........................................................................

დასახელება, ID N ............................................................

მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)

ბეჭდის

ადგილი

ცხოველის პატრონი:

............................................................ /სახელი, გვარი/

(ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

(თარიღი)

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის N 0000001 მეორე მხარე ან დანართი)