საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 2 26 00001216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 2 26 00001216 

2026 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ  
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 დეკემბრის №357/ნ ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №001446 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, ,,შპს ,,ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკის“ (ს/კ 212677566; ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ვარლამიშვილის ქუჩა №5)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს ,,ა(ა)იპ ,,ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“ (ს/კ 212677566; ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ვარლამიშვილის ქუჩა №5).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკზე“ (ს/კ 212677566; ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ვარლამიშვილის ქუჩა №5) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №001446.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკის“ (ს/კ 212677566) დირექტორის, ნანა ლობჟანიძის განცხადება (№683129, 25.05.2026) და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი   პაპუნა ცაავა