სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №REG 0 26 00001214 |
|
2026 წლის 27 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 11, პუნქტი ბ) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შპს „მედიქიდსიზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის II შესახვევი №2; ს/კ 405798800) გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი – „არასპეციალიზებული დახმარება“.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო და სალიცენზიო დანართის მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „მედიქიდსის“ (ს/კ 405798800) დირექტორის, შორენა ჯანდაგაშვილის განცხადება - № 469270, 08.04.2026.
შემოწმების აქტი - № 4681 - 290, 21.05.2026.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი - №3, 27.05.2026.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა ცაავა