საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № REG 1 26 00001251
2026 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 ნოემბრის №02-1917/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №000018 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" (ს/კ 239403463; ფაქტობრივი მისამართი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სს – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების სისხლის ბანკი" (ს/კ 439428996; ფაქტობრივი მისამართი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17)“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებაზე" (ს/კ 239403463; ფაქტობრივი მისამართი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №000018.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" (ს/კ 239403463) დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებები: №704918, 28.05.2026; №710509, 29.05.2026.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი პაპუნა ცაავა