„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2026 წლის 11 ივნისი ქ. ტყიბული |
1. დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“.
2. დანართის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) შესყიდვების სამსახური
დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ე) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ვ) ზედამხედველობის სამსახური;
ზ) ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერისა და ბავშვის უფლების დაცვის სამსახური;
თ) კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის მხარდაჭერის სამსახური;
ი) შიდა აუდიტის სამსახური.“.
3. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების უზრუნველყოფა, მერის, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების იურიდიული კონსულტირება, მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება- დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა.
3. შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება.
4. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.
5. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება.
6. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებულ არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი მოსაკრებლების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება.
7. ჯანმრთელობის, სოციალური მხარდაჭერის და ბავშვის უფლების დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების მხარდაჭერა, საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება, აღნიშნული პროცესის მონიტორინგი და შეფასება.
8. კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის მხარდაჭერის სამსახურის ფუნქციებია: კულტურისა და განათლების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც ასევე მოიცავს სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით ღონისძიებების/აქტივობების კოორდინაციასა და მხარდაჭერას.
9. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა, მათი შეფასება, რეკომენდაციების მიცემა, ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების უზრუნველყოფა, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა და გამოვლენის შემთხვევაში მათზე რეაგირება და მონიტორინგი;
10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, შესასრულებელი ფუნქციებისა და ამოცანების გათვალისწინებით, სტრუქტურული ერთეულის დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებები.“.
4. დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადმინისტრირებას უწევს პროცესებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციასა და დისციპლინური ღონისძიებების ინიციირებაზე;“.
5. დანართის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“
6. დანართის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიის საქმისწარმოებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის“ მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტურქტურული ერთეული – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“.
7. დანართის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კანონით „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფლებამოსილი საჯარო მოხელე, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიაერთობის განყოფილების უფლებამოსილი საჯარო მოხელე. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი.“.
8. დანართის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“.
9. დანართის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).“.
10. დანართის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მერის ბრძანება ეგზავნება ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას თითოეული საჯარო მოსამსახურისთვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება მთავრობის ადმინისტრაციას.“.
11. დანართის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
|