საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № REG 2 26 00001252
2026 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 14 სექტემბრის №02-1527/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №000012 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/კ 211385767; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა №9, ნაკვეთი 01/066)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „ინგოროყვას კლინიკის სისხლის ბანკი“ (ს/კ 406558782; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა №9, ნაკვეთი 01/066)“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) „შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაზე" (ს/კ 211385767; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა №9, ნაკვეთი 01/066)“ გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №000012.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ს/კ 211385767) დირექტორის, გიორგი ინგოროყვას განცხადებები: №703590, 28.05.2026; №696954, 27.05.2026; №708669, 29.05.2026.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი პაპუნა ცაავა