საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 2 26 00001243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 2 26 00001243

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2015 წლის 27 ოქტომბრის №02-1451/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002201 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „ნიუ ჰოსპიტალს“ (ს/კ 205210467; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა №12/გორგასლის ქუჩა №71)“ ნაცვლად დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „ნიუ ჰოსპიტალსის სისხლის ბანკი“ (ს/კ 404788529; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა №12/გორგასლის ქუჩა №71).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,ნიუ ჰოსპიტალსზე“ (ს/კ 205210467; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა №12/გორგასლის ქუჩა №71) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002201.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ (ს/კ 205210467) დირექტორის მინდობილი პირის, ირმა ბურდულაძის განცხადება: №703612, 28.05.2026.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                          პაპუნა ცაავა