საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №REG 1 26 00001215
2026 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯა ნმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ 6“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 11 სექტემბრის №02-1578/ნ ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002267 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „ჰემოპლაზმას“ (ს/კ 405276357; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „ჰემოპლაზმა“ (ს/კ 405859414; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ჰემოპლაზმაზე“ (ს/კ 405276357; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002267.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ჰემოპლაზმას“ (ს/კ 405276357) დირექტორის, ირაკლი რაინაულის განცხადება (684214, 25.05.2026) და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა ცაავა