„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№180
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.018025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №180

2026 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

1. „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო - ს“ ქვეპუნქტები:

„ო) გადასახადის გადამხდელის სახელზე დარეგისტრირდა პოს-ტერმინალი/მობილური პოს-ტერმინალი/ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;

პ) საწარმოს/ორგანიზაციას უფიქსირდება საბანკო ანგარიშის გახსნა, რომელიც აქტიურია ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;

ჟ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი (სდ);

რ) გადასახადის გადამხდელს მიენიჭა მიკრობიზნესის/მცირე ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რომელიც არ არის გაუქმებული ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;

ს) გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და ეს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით  გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი