საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №44 

2026 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-10 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 16 ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულება

 


მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომ – კანონმდებლობა) დადგენილი წესით.

5. ამ დებულების მიზნებისათვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის პირთა წრე განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ბ) სამინისტროში დაგეგმილ სხვადასხვა თემატურ კვლევებში მონაწილეობა, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება და შესაბამისი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებაში მონაწილეობა, სოციალური შეღავათებისა და ხელმისაწვდომი პროგრამების გაფართოება, მათ შორის კერძო და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და შესაბამისი მემორანდუმების გაფორმების გზით;

ე) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვა და დამუშავება;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის ფსიქოლოგიური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების შესაბამისი ფსიქოლოგიური  მხარდაჭერის სერვისებით უზრუნველყოფა;

თ) სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სამსახურში მისაღები პირის, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ფსიქოლოგიური შეფასების/მონიტორინგის განხორციელება;

ი) სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სამსახურში მისაღები პირის, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ფსიქოლოგიური შერჩევის განხორციელება დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად;

კ) სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული შესაბამისი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, ასევე საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვლევების წარმოება;

ლ) სამშვიდობო ოპერაციებში ან/და სპეციალურ დავალებაზე წარსაგზავნი/დაბრუნებული, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და დასკვნის მომზადება, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განხორციელება/ორგანიზება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ფსიქოლოგიურ საკითხებზე შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების  მიხედვით, ლექციების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა;

ო) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სპორტულ აქტივობებში მათი ჩართვა;

პ) რეაბილიტაციის მიზნით რეკრეაციული (ჯანმრთელობის აღდგენასა და ფსიქოფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული)  აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ჟ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებით უზრუნველყოფა, ფუნქციური შესაძლებლობების შენარჩუნებაზე/გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია;

რ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სუბიექტებთან, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან კოორდინაცია, ასევე ინდივიდუალური შემთხვევების მართვის პროცესის სისტემატიზაცია და აღრიცხვა;

ს) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, ხოლო საჭიროებისას დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში);

ტ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;

უ) მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

ქ)  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სოციალური ხელშეწყობის სამმართველო;

ბ) ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველო;

გ) დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველო;

დ) ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებისა და რეკრეაციული მხარდაჭერის სამმართველო;

ე) ინდივიდუალური შემთხვევების მართვის სამმართველო.

2. სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური ხელშეწყობის მიზნით კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმების მომზადება, გაფორმება და ადმინისტრირება;

გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირება სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული სოციალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი შეღავათების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვა, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, აღნიშნული სისტემის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის/მონაცემების გამოთხოვა და დამუშავება;

ვ) სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ კვლევებში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისებით უზრუნველყოფა;

ბ) სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სამსახურში მისაღები პირის, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ფსიქოლოგიური შეფასების/მონიტორინგის განხორციელება;

გ) სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სამსახურში მისაღები პირის, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ფსიქოლოგიური შერჩევის განხორციელება დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად;

დ) სამშვიდობო ოპერაციებში ან/და სპეციალურ დავალებაზე წარსაგზავნი/დაბრუნებული, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და დასკვნის მომზადება, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განხორციელება/ორგანიზება;

ე) ფსიქოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ლექციების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება და ჩატარება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური რეკომენდაციებისა და უწყებრივი დოკუმენტების შემუშავება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოებთან კოორდინაცია;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ი)  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერა;

ბ) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების სპორტულ და პარასპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;

გ) ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებისა და რეკრეაციული მხარდაჭერის სამმართველოსთან თანამშრომლობით, სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რეკრეაციული აქტივობების დაგეგმვა და მხარდაჭერა;

დ) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების ოჯახის წევრების პროფესიული განვითარებისა და განათლების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) სამინისტროს სისტემის დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა, რეგულარული განახლება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებისა და რეკრეაციული მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთათვის ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებით უზრუნველყოფა;

ბ) გაწეული სამუშაოს შესახებ კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის დამუშავება  ანგარიშების მომზადება;

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მზადების პროცესში შესაბამისი მხარდაჭერის უზურნველყოფა;

დ) დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, პერიოდული მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) რეაბილიტაციის მიზნით რეკრეაციული (ჯანმრთელობის აღდგენასა და ფსიქოფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული)  აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. ინდივიდუალური შემთხვევების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების ინდივიდუალური საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) ინდივიდუალური შემთხვევების მართვის პროცესის კოორდინაცია როგორც სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ერთეულებთან/ქვედანაყოფებთან, ასევე სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებთან;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

დ)  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის  ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის  მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ)   ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს  და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

დ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;

ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას;

თ)  დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის  მოსამსახურეებზე;

ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

ლ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო)  კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას;

პ) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დეპარტამენტის უფროსი, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით, უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს  მოადგილეების საკურატორო სფერო.

6. დეპარტამენტის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;

ვ) ამზადებს სამმართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ კვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

10. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.

11. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.

12. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას;

დ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის წინაშე;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.