„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№256
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.025805
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №256

2026 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/06/2025, 010240030.10.003.025087) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  დებულების“:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობასა და სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთა საქმიანობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და საშტატო ნუსხებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებას/წესდებას და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) ტიპობრივ დებულებებს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აუქმებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის/მთავრობის/პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ აქტებსა და მინისტრის ბრძანებებს;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, განსაზღვრავს და ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ასევე ითანხმებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, აძლევს მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;“.

2. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; სამინისტროს სისტემის ფარგლებში, მონიტორინგის, აუდიტორული სამუშაოსა და ინსპექტირების განხორციელება, აღნიშნულის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა;“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო;

ბ) დიპლომატიის აკადემია.

4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე