„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №258 |
|
2026 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გასაწევი მომსახურებისათვის სააგენტოს ანგარიშზე მომსახურების გაწევამდე გადაიხადოს დადგენილი საფასური, გარდა მე-2 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების შესყიდვისა, რომლის დროს საფასურის გადახდის პირობა დგინდება დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. დაინტერესებული პირი სააგენტოსთვის მიმართვისას ვალდებულია, წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბიზნესოპერატორები, რომელთაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი და იღებენ მე-2 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებას.“; დ) მე-8 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით; ვ) მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილ საფასურზე მეტი ოდენობით, რა შემთხვევაშიც ბრუნდება გადახდილ თანხასა და მომსახურების საფასურს შორის არსებული სხვაობა.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:
|
|