დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 658,3 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას
ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2658.3

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

1668.3

03 02

ა(ა)იპ "არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის" ხელშეწყობა

990.0

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

დაფინანსება
ათას ლარში

03 01

1668.3

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური"

პროგრამის აღწერა და მიზანი

დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური" ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვებას და გატანას, ქალაქის და მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებას. ნარჩენების მართვის პროცესში გათვალისწინებულია ქალისა და მამაკაცის განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები. მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა. პროგრამის ფარგლებსი დაგეგმილია ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება დასუფთავება და ნარჩენების გატანა. დასუფთავედება ქალაქი დუშეთი და მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11-ის ამოცანა 11.6: 2030 წლისთვის მუნიციპალიტეტში ერთ სულ მოსახლეზე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მუნიციპალური და სხვა ნარჩენების მართვის საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობით

პროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

03 02

990.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“

პროგრამის აღწერა და მიზანი

არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს. მისი საერთო ფართობი 99 802 ჰექტარს შეადგენს. არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად არის ჩამოყალიბებული; ასევე, ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად, რათა გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად, დაცული იქნას ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები.

პროგრამის მიზნებია: ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიით და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების-გუდამაყრის, ფშავის და პირაქეთა ხევსურეთის-მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრული გამოყენების ხელშეწყობა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა, მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება, რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

„არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება, კანონით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების მისაღწევად.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 15-ის ამოცანა 15.1: 2030 წლისთვის სახმელეთო და შიდა წყალსატევების ეკოსისტემების და მათი სერვისების, კერძოდ ტყეების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, მთებისა და გამომშრალი მიწების კონსერვაციის, აღდგენისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესაბამის