„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 |
|
2026 წლის 12 ივნისი ქ. თერჯოლა |
1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
დ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ, წესების დარღვევისა და სარგებლობის უფლების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ვ) სარგებლობის უფლებით გაცემული უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის საფასურის ამოღების ორგანიზებას;
ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების და დასკვნების მომზადებას;
თ) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონების (მათ შორის, 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა) მართვის საკითხებზე;
ი) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
კ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას, დგომის/გაჩერების რეგულირებას და შესაბამის მონიტორინგს;
მ) თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარების ხელშეწყობას;
ო) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;
ჟ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;
რ) სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;
ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას;
ტ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავებით დაკავებული ტერიტორიის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენითი სამუშაოების რეგულირებას;
უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (დაურეგისტრირებელი ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას) არსებული ხე-მცენარეების ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ხე-მცენარეების მოჭრასთან/გადაბელვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
2. დადგენილების დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-5 და მე-8 მუხლები.
3. დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამსახურის ფუნქციები
საერთაშორისო ურთიერთობებში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;
ბ) მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას;
გ) ტურიზმის განვითარების საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კერძო ბიზნესის ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა: საოჯახო სასტუმროები, აგრობიზნესი, ღვინის ბიზნესი, სუვენირების წარმოება, რეალიზაცია და ა.შ.
დ) ამ მუხლში მითითებული მიზნებით ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2026. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №54. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.126.016510.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №54, 12.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016510 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6891767/