იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №48 |
|
2026 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი |
თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეების მიერ იარაღიდან სროლისა (შემდგომში – იარაღიდან სროლის) და მისი ჩაბარების წესს. 2. სამინისტროს ქვედანაყოფებმა და სამინისტროს სისტემაში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა იარაღიდან სროლის ჩატარებისას იხელმძღვანელონ ამ წესით. მუხლი 2. იარაღიდან სროლის სავარჯიშოები იარაღიდან სროლის სავარჯიშოები, მათი შესრულების თავისებურებები და სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომში – თავდაცვის ძალების მეთაური) ბრძანებით. მუხლი 3. იარაღიდან სროლის ჩაბარების ორგანიზება 1. იარაღიდან სროლის ჩაბარებას ორგანიზებას უწევს: ა) თავდაცვის ძალების მეთაური – სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომში – თავდაცვის ძალები) ქვედანაყოფებში, ასევე სამინისტროს სისტემაში მოქმედ იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ იარაღიდან სროლების ჩატარება; ბ) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (სარდალი/მეთაური/უფროსი) – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში; გ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი – დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. 2. იარაღიდან სროლა ტარდება პოლიგონზე/სასროლეთზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იარაღიდან სროლის ჩატარებისას სამინისტროს ქვედანაყოფებმა და სამინისტროს სისტემაში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული წვრთნებისა და სწავლებების დროს დასაცავი უსაფრთხოების ნორმებით. მუხლი 4. იარაღიდან სროლის ჩაბარების წესი 1. იარაღიდან სროლის ჩაბარების წინ სამხედრო მოსამსახურეს უტარდება უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. 2. იარაღიდან სროლის ჩაბარებამდე სამხედრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს: ა) სროლის ჩატარების ადგილი და წესი; ბ) ინფორმაცია საჭირო ეკიპირების (ჩაცმულობის) თაობაზე; გ) სროლის ჩაბარებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შესახებ; დ) ინფორმაცია სროლებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების შესახებ. 3. იარაღიდან სროლის ჩაბარების დროს სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების ინსტრუქტაჟით განსაზღვრული მოთხოვნები. 4. იარაღიდან სროლაზე არ დაიშვება სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც: ა) იარაღთან მოქმედებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ტესტებში მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზით არ შეუძლია შეასრულოს სროლის სავარჯიშოები. 5. იარაღიდან სროლა არ ტარდება ცუდ კლიმატურ პირობებში, როდესაც: ა) შეუძლებელია სასროლ მიზნებზე დამიზნებული ცეცხლის წარმოება და სასურველი ეფექტის მიღწევა; ბ) საფრთხე შეიძლება შეექმნას სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუხლი 5. სასწავლო და საკვალიფიკაციო სროლები, მათი ჩატარების პერიოდულობა 1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო სროლის სავარჯიშოები უტარდებათ საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად, ხოლო საკვალიფიკაციო სროლა – წელიწადში ერთხელ. საკვალიფიკაციო სროლის შედეგების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია. 2. იარაღიდან საკვალიფიკაციო სროლების შესრულებისას საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება: ა) ავტომატური შაშხანით ან კარაბინით სროლისას „ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს“ შესრულებისას – არანაკლებ 38 ქულა; ბ) ხელის (მსუბუქი/საშუალო) ტყვიამფრქვევით სროლისას (მეტყვიამფრქვევისათვის) – არანაკლებ 186 ქულა; გ) სნაიპერული შაშხანით სროლისას (სნაიპერისათვის) – არანაკლებ 190 ქულა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იარაღის გარდა, სხვა შეიარაღებიდან სროლისას საუკეთესო მაჩვენებელს განსაზღვრავს თავდაცვის ძალების მეთაური. 4. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთათვის და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელთათვის იარაღიდან საკვალიფიკაციო სროლების ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს აკადემიის მეთაური. 5. იარაღიდან საკვალიფიკაციო სროლის ჩატარების კონკრეტული თარიღები დგინდება სამინისტროს ქვედანაყოფების ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბრძოლო მომზადების გეგმების ან სასწავლო პროგრამების შესაბამისად. მუხლი 6. შეფასება 1. იარაღიდან სროლის სავარჯიშოების ჩაბარების შეფასების წესს განსაზღვრავს თავდაცვის ძალების მეთაური. 2. იარაღიდან სროლის ჩაბარებისას სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება მიღებული ქულების შესაბამისად. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.22.026.017482.
- სად არის „იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იარაღიდან სროლისა და იარაღიდან სროლის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ“, №48, 22.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017482 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6892759/