„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.018857
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №78/ნ

2026 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 05/09/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017184) პირველი მუხლით დამტკიცებულ „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აპლიკანტი – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იმ საგნის გამოცდა, რომელიც განისაზღვრება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობად ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე;“;

ბ) „გ“ და „დ“ „ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

დ) საგნის გამოცდა – „საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;“;

ა.ბ) „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ჯამური რაოდენობა და ამ ადგილების განაწილება, „საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე;

ვ) პროგრამის/მოდულის საფასური, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ინფორმაცია სწავლის საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;

ზ) „საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ განსაზღვრული საგანი, რომელშიც პირს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული გამოცდა;“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით, ასევე „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სპეციალურ პროგრამაში შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა ისე, რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ჯამური რაოდენობა;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „საგნის გამოცდის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროგრამის/მოდულის საფასური, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ინფორმაცია სწავლის საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2026.
როდის იქნა მიღებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.018857.
სად არის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №78/ნ, 16.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018857 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6893934/