„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №79/ნ |
|
2026 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;“;
ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა;
ვ) პროგრამის საფასური, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ინფორმაცია სწავლის საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით, ასევე „ბ“, „ე“, „ვ“ „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სპეციალურ პროგრამაში შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.“;
ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„დ) პროგრამის საფასური, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ინფორმაცია სწავლის საფასურის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თაობაზე;“;
ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №79/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.22.022.018858.
- სად არის „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №79/ნ, 16.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 430020000.22.022.018858 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6893970/