ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016589
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №14

2026 წლის 17 ივნისი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.119.016450: 28/05/2021) ,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი გოფოძე



დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე შექმნილი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალური პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას.

2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედის კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

5.  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულების (შემდგომ – განყოფილებები) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2.  სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია.

ა)  სოციალურ, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა განყოფილება;

ბ)  ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილება;

3.  სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

4.  განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი  სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.


მუხლი 3. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3.  სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ)  უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე)  მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ)  ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

5.  სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

6. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.


მუხლი 4. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომ – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაო აღწერილობით.

2.  სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;

ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს;

ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინებების ხარჯები;

მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა  სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებათა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის  პირის დავალება;

ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ზ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება. პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;

თ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  მოვალეობები.

კ) სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანომდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.


მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციები:

ა) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება; მუნიციპალური სოციალური პროგრამების განხორციელება;

ბ) უსახლკარო პირების აღრიცხვის წარმოება, მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციის წარმოება (არსებობის შემთხვევაში);

დ) ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებისას, კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემების სამინისტროსა და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ ინფორმაციის შეთავსება სააგენტოს მიერ წარმოებულ ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან დადგენილი წესით, ფორმით და პერიოდულობით;

ე)სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შესახებ წინადადებების შემუშავება და განხორციელება;

ზ) სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველთა იდენტიფიცირების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდირებული, ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო კვების ობიექტების (სასადილოების) პერიოდული შემოწმება/მონიტორინგი და შემოწმების შესაბამისი დოკუმენტაციის (ოქმი, აქტი) მერისთვის წარდგენა;

ლ) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას;

მ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

ნ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა პრობლემური საკითხების შესწავლას, წინადადებების წარმოდგენას მათ მოსაწესრიგებლად; მათი სოციალური უფლებების დაცვას;

ო) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფას;

პ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.


მუხლი 6. სამსახურის უფლებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;

გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს  სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებასა და სასამართლო საპროცესო წარმოებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების  შესრულებასთან.


მუხლი 7. სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

გ) ანგარიში წარუდგინოს ხონის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავისი საქმიანობის შესახებ;

დ) მოამზადოს ინფორმაციები ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.khoni.gov.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) დაიცვას საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.


მუხლი 8. სოციალურ, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა განყოფილება
1. სოციალურ, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადებას და განხორციელების კოორდინაციას;

ბ) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

გ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დადგენის შესახებ წინადადებების მომზადებას;

დ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

ე) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა კანონმდებლობით გათვალიწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვის ხელშეწყობას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის დაუყონებლივ შეტყობინებას;

ზ) ოჯახში ძალადობის ფატის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

თ) ბენეფიციართათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ი) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

კ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

ლ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

მ) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული  შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას;

ნ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების  გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

ო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა პრობლემური საკითხების შესწავლას, წინადადებების წარმოდგენას მათ მოსაწესრიგებლად; მათი სოციალური უფლებების დაცვას.


მუხლი 9. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
1.  ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილება  უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში;

ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

ე) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;

ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას; ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;

ზ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.06.2026. მიმღები ორგანო — ხონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.119.016589.
სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №14, 17.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016589 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6896114/