📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2007
ძალის დაკარგვა 01.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.920
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 02/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,281 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2007 მიღება
01.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 28.35pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.920 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №76 2007 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 26-ე მუხლის პურველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. რეორგანიზებულ იქნეს: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ბოლნისის, თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო ბოლნისის, გარდაბანი-მარნეულის, დმანისის და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებით; ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ჯავის, ცხინვალის, ხაშური-ქარელის, ყორნისის და კასპის სელექციური სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო ცხინვალი-ყორნისის, კასპის, ჯავის და ხაშური-ქარელის სატყეო უბნებით; გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები დუშეთის, ახალგორის, თიანეთის, მცხეთის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო ახალგორის, ფასანაურის, ბარისახოს, თიანეთის და მცხეთის სატყეო უბნებით; დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ადიგენის, ახალციხის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო ადიგენის, ასპინძა-ახალქალაქის, ახალციხის და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნებით; ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ბაღდათის, ჭიათურა-საჩხერის, ქუთაისის, ხარაგაულის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო ბაღდათის, ვანის, ზესტაფონი-ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის სატყეო უბნებით; ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ოზურგეთი-ლანჩხუთის, ჩოხატაურის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველო ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სატყეო უბნებით; ზ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის სატყეო უბნებით; თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ზემო სვანეთის, კოლხეთის, მარტვილის, ოდიშის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო მესტიის, ხაიშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და კოლხეთის სატყეო უბნებით; ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები თელავის, ქიზიყის, ყვარლის, საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე შეიქმნას კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყარო-სიღნაღის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და ყვარლის სატყეო უბნებით; კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას ზემო აფხაზეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო ჩხალთისა და გენწვიშის სატყეო უბნებით. 2. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო – საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგური. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება. 4. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულება. 5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული სატყეო დეპარტამენტის დებულების მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის პირველი მარტიდან. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულება“ გარდა მე-8 მუხლისა. 7. 2007 წლის პირველი მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანება. 8. ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა, ძალაში შევიდეს 2007 წლის პირველი თებერვლიდან. 9. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ძალაში შევიდეს 2007 წლის პირველი მარტიდან. დ. ტყეშელაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სატყეო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. იგი შექმნილია სატყეო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. 3. დეპარტამენტი თავის საქმინაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ბლანკი და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე შესაბამისი ლოგო და უნიფორმა, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 6. დეპარტამენტის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა. 7. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მინდელის ქუჩა №9.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება „საქართველოს ტყის კოდექსით“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა. 3. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ტყის ფონდის დაცვის, ტყეების აღდგენა-განახლებისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) ტყეების დაცვა ხანძრისა და უკანონო ჭრისაგან, მავნე მწერებისა და დაავადებებისაგან. ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების შენარჩუნებისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება; გ) დადგენილი წესით სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისთვის სამართლებრივი და ნორმატიულ-მეთოდური ბაზის შემუშავებაში მონაწილეობა; დ) ტყის რესურსების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა; ე) სატყეო დარგის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება; ვ) დეპარტამენტისათვის განკუთვნილი კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების ცენტრალიზებული წესით განკარგვა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საუწყებათაშორისო თანამშრომლობა სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) ცენტრალიზებული წესით ერთიანი დაფინანსების ფარგლებში განკარგოს სატყეო დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები და დააწესოს კონტროლი აღნიშნული ფულადი სახსრების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებაზე და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე; ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს ის ღონისძიებები და სამუშაოთა გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრად მართვას და მისი ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას; გ) აწარმოოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული რესურსების აღრიცხვა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად მისი გამოყენების რეგულირება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტყეებში მერქნული რესურსებით სარგებლობის მოცულობები და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით შეთანხმებული წინადადებები წარუდგინოს მინისტრს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და წარუდგინოს მინისტრს წინადადებანი საქართველოს ტყეების შესაბამისი კატეგორიებისათვის (ტერიტორიებისათვის) მიკუთვნების, აგრეთვე მათი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაყვანის შესახებ; ზ) დააწესოს სისტემური კონტროლი ტყის დაცვასა და ტყითსარგებლობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე; თ) დადგენილი წესით მიაწოდოს და მოსთხოვოს სამინისტროებს, უწყებებს, იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და ფიზიკურ პირებს სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; ი) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის საკითხების გადაწყვეტაში; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე კანონმდებლობის დარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის და მისი ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობასა და კეთილმოწყობის სამუშაოების ორგანიზებაში; ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები 1. დეპარტამენტის მართვას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისთვის; ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მისთვის მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის, დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარის მოადგილეებისა და რეგიონალური სატყეო სამმართველოების უფროსებისა და მათი მოადგილეების კანდიდატურებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს დეპარტამენტს საშინაო და საერთაშორისო ურთიერთობებში, მასმედიისა და მესამე პირების წინაშე; ი) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილების შესახებ და წარუდგენს მინისტრს; კ) შეიმუშავებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ლ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისა და დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; მ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმას; ნ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშს; ო) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომელიც მას ეკისრება კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით; პ) დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების – რეგიონალური სატყეო სამმართველოების დებულებების პროექტებს; ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედაყოფები: ა) ტყის მართვის სამსახური; ბ) ეკონომიკური სამსახური; გ) ადმინისტრაციული სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. ტყის მართვის სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებს მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით: ა) ტყით სარგებლობის განყოფილება; ბ) ტყის აღრიცხვის განყოფილება; გ) ტყის დაცვის განყოფილება. 2. ტყის მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის ორგანიზაცია; ბ) სატყეო საქმიანობის ორგანიზაცია-განვითარების პერსპექტიული გეგმების, პროექტების დამუშავება და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა; გ) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის განსაზღვრა; დ) ტყეკაფის ფონდის ანალიზი და მასალების წარდგენა აუქციონზე გასატანად; ე) ხანგრძლივვადიანი ტყითსარგებლობისათვის წინადადებების შემუშავება; ვ) ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი მასალების განხილვა-ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების შემუშავება; ზ) საზოგადოებრივი საჭიროებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების გამოყოფისათვის მასალების განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; თ) სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის კუთხით შესაბამისი წესების, ინსტრუქციების, დებულებების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) ტყეთმოწყობისა და ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება; კ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის საკითხების განხილვა და წინადადებების შემუშავება; ლ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; მ) ტერიტორიული ორგანოების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია. მათგან წარმოდგენილი მასალების (წინადადებების) ანალიზი და მეთოდური დახმარების გაწევა. 3. ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია: ა) სატყეო დეპარტამენტისათვის საანგარიშგებო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ცენტრალიზებული წესით განკარგვა; ბ) კონტროლი სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე; გ) ცენტრალიზებული წესით, ერთიანი დაფინანსების ფარგლებში დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება; ე) საკრედიტო და სახაზინო დაწესებულებებში ყველა სახის საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების წარმოება; ვ) დეპარტამენტის კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა და მათი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა დამტკიცებული ფორმებისა და ვადების შესაბამისად. ზ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თ) ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების და ფინანსების ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით კვარტალური განწერის მომზადება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა; ი) დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგებისა და მათი შენახვის ხარჯების პროექტების მომზადება. 4. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: ა) დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულების კონტროლი; ბ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა კანონმდებლობის დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) დეპარტამენტში მოხელეთა ატესტაციისა და დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ე) დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ვ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მიზნით დეპარტამენტის თითოეული თანამდებობის აღწერის შემუშავებაში მონაწილეობა; თ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად. 5. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ტყის ფონდზე განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება; ბ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება; გ) უბნის უფროსებისა და ტყის მცველების მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) სახელმწიფო ტყის ფონდზე კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი; ე) უბნის უფროსებისა და ტყის მცველების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულები არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო; ბ) შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველო; გ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; ე) იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; ვ) გურიის რეგიონალური სატყეო სამმართველო; ზ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; ი) კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო; კ) სატყეო დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობა.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის ლიკვიდაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.