„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2026 წლის 19 ივნისი დაბა ასპინძა |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“
„1. ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/წარმომადგენლების ასისტენტების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, მერიისა და მუნიციპალური სამსახურების საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საორგანიზაციო საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას. მუნიციპალიტეტის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და აუცილებელი დასკვნების მომზადებას. ასევე უზრუნველყოფს მერის დავალებების სწორ და ეფექტურ შესრულებას.“.
„გ) იურიდიული განყოფილება.“.
„4. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების/ასისტენტების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და მუნიციპალიტეტის სხვა სუბიექტების იურიდიულ კონსულტირებას; მუნიციპალიტეტის მერიის და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გასაფორმებელი ხელშეკრულების, მემორანდუმის და გარიგებების პროექტების შეთანხმებას და მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას;
ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას;
გ) ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, რედაქტირებას და შეთანხმებას;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.06.2026. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.140.016597.
- სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №13, 19.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016597 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6897183/