„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
310150000.55.067.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №104

2026 წლის 29 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №72 ბრძანებით დამტკიცებულ „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესში“ (შემდეგში – წესი)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ოპერატორის  სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ოპერატორის  სერტიფიცირების წესი.“;

გ) წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ოპერატორის სერტიფიცირების წესი (შემდეგში – წესი) ადგენს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამის (შემდეგში- გადამზადების პროგრამა) აღიარების და გემის ოპერატორის სერტიფიცირების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადება და სერტიფიცირება.“;

დ) წესის პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. პირი, რომელსაც სააგენტოს მიერ გაცემული იახტის კაპიტნის სერტიფიკატი აქვს, უფლებამოსილია მართოს მცურავი საშუალება შიდა სახმელეთო წყლებში.

6. პირს, რომელსაც გააჩნია სხვა ქვეყნის მიერ გაცემული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისთვის აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი, უფლებამოსილია მართოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი.“; 

ე) წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულება – ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამა;

ბ)  შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი – შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული 7 მეტრზე მეტი სიგრძის ძრავის მქონე გემი, აგრეთვე 7 მეტრზე ნაკლები სიგრძის ისეთი ძრავის მქონე გემი, რომლის მგზავრთა რაოდენობა 5-ს აღემატება;“;

ვ) წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორი  – პირი, რომელიც მართავს მცურავ  საშუალებას და სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ, ამასთან, ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, პასუხისმგებელია მცურავი საშუალების, მგზავრების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე და გარემოს დაცვაზე;

ვ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას მართოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი.“;

ზ) წესის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები“;

თ) წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს განცხადებით წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საფასურის გადახდის ქვითარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად;

ბ) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);

გ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად;

დ) ამ წესის დანართში №1 განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი ან/და აღწერილობა;

ე) ინსტრუქტორის სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა;

ზ) შეფასების ფორმა, კრიტერიუმები და მიზანი;

თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში;

ი) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი.“;

ი) წესის მე-4, მე-5 და მე-6  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„მუხლი 4. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში  ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

გადამზადების პროგრამაზე მსმენელის დაშვების წინაპირობა განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით.

მუხლი 5.  შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის  სერტიფიცირების მინიმალური მოთხოვნები

1. პირს უფლება აქვს, მიიღოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის  სერტიფიკატი, თუ იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და სააგენტოში წარმოადგენს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა;

ბ) პირადობის მოწმობას ან სამოქალაქო პასპორტს;

გ) აღიარებული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტს;

დ) საფასურის გადახდის ქვითარს;

ე) ფოტოსურათს ელექტრონული სახით ზომით: 30x40 მმ.

მუხლი 6. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის სერტიფიკატის ვადა და განახლების პირობები

1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის  სერტიფიკატი გაიცემა 5 წლით.

2. პირი, რომელსაც სურს გემის ოპერატორის სერტიფიკატის განახლება და გააჩნია მცურავი საშუალების ფლობის ან დამსაქმებლის წერილი/ხელშეკრულება შეუძლია სერტიფიკატი განაახლოს გადამზადების პროგრამის გავლის გარეშე.

3. თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა გაიაროს გადამზადების პროგრამა.“;

კ) წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ გაცემული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარება ძალაშია ამ აღიარების მოქმედების ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხევაში დაწესებულება ვალდებულია 2026 წლის 1 სექტემბრამდე პროგრამა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესთან.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. 

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე
📎 დანართები (1)
დამხმარე-ფაილი-1 ⬇

დანართი №1

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამა

სილაბუსი 001

2026

შინაარსი
  1. პროგრამის სტრუქტურა

  1. პროგრამის მიზანი

  1. სწავლის შედეგები

  1. პროგრამაზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები

  1. მსმენელთა დასაშვები რაოდენობა

  1. შეფასება

  1. პროგრამის სერტიფიკატი

  1. მოთხოვნები პედაგოგიური პერსონალის მიმართ

  1. მოწყობილობები და აღჭურვილობა

  1. სასწავლო საშუალებები

  1. ბიბლიოგრაფია

  1. პროგრამის განრიგი

  1. პროგრამის მონახაზი

  1. დეტალური სილაბუსი.

  • შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის აღწერილობა

  • სანავიგაციო აღჭურვილობა

  • შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას

  • უსაფრთხოება

  • პირველადი დახმარების გაწევა

  • გადაუდებელი პროცედურები

  • შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მანევრირების ოპერაციები

  • შესაბამის სახელმწიფო და სხვა დაწესებულებებთან კომუნიკაციის დამყარება

  • ზღვაზე შეჯახების პრევენცია

  • საბაზო ინჟინერია

  • დაბინძურების პრევენცია

პროგრამის სტრუქტურა

მიზანი

პროგრამის მიზანია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის კვალიფიკაციის ამაღლება, რაც მათ საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მართონ მცურავი საშუალებები შიდა წყლებში სამართლებრივი და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად.

ზემოხსენებული პროგრამა მომზადებულია საერთაშორისო საზღვაო ინსტრუმენტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

სწავლის შედეგები

გადამზადების პროგრამის და შეფასების წარმატებულად დასრულების შემდგომ, მსმენელს შესაძლებლობა ექნება:

  • მართოს მცურავი საშუალება;

  • უზრუნველყოს შესაბამისი ნაოსნობა;

  • ზღვაზე შეჯახების პრევენციის შესახებ საერთაშორისო რეგულაციების შესრულება;

  • მცურავ საშუალებებზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება;

  • მცურავ საშუალებებზე მყოფი პირების მართვა და მოვლა;

  • პირადი გადარჩენის ტექნიკის დემონსტრირება;

  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის დემონსტრირება;

  • გემზე მექანიკური და ელექტროსისტემების საბაზისო ცოდნის დემონსტრირება;

  • დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღების შესახებ ცოდნა.

მიღების სტანდარტები

როგორც მინიმუმ, მსმენელი:

  • უნდა იყოს 18 წელს მიღწეული პირი;

  • უნდა ფლობდეს საბაზო ზოგადი განათლების დიპლომს;

  • გააჩნდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

  • გააჩნდეს პირადობის მოწმობა ან სამოქალაქო პასპორტი.

მსმენელთა დასაშვები რაოდენობა

პროგრამის ჩატარებისთვის მსმენელთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა ინსტრუქტორებთან და მოწყობილობა-აღჭურვილობასთან თანაფარდობის გათვალისწინებით; ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მსმენელს.

შეფასება

მსმენელები საბოლოო გამოცდაზე არ დაიშვებიან, თუ ისინი გააცდენენ პროგრამის დროის 30%-ზე მეტს ან დაარღვევენ დაწესებულების/ცენტრის კანონით დადგენილ შიდა რეგულაციებს.

მსმენელების გამოცდა ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი ცხრილის შესაბამისად. ცხრილში მითითებულია პროგრამის დასახელება და გამოცდის თარიღი და დრო.

თითოეულ ტრენინგკურსში მსმენელის ცოდნა ფასდება კურსის სილაბუსით დადგენილი წესების მიხედვით.

გამოცდა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. თითოეული ნაწილის საბოლოო შეფასება დაყოფილია 60% (პრაქტიკული) და 40% (ტესტი). მსმენელმა უნდა მიიღოს პრაქტიკული ნაწილის შეფასებაში არანაკლებ 100% და ტესტში 70%.

თითოეულ მსმენელს ექნება გამოცდის ჩაბარების 2 მცდელობა.

დაწესებულება ვალდებულია არანაკლებ წელიწადში ერთხელ განაახლოს პროგრამის საგამოცდო ბაზა და განახლებული საგამოცდო საკითხები მიაწოდოს სსიპ - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“.

პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები, კურსის წარმატებით დასრულებისა და კვალიფიკაციის ჩვენების შემდგომ, გამოსცემენ დოკუმენტურ მტკიცებულებას, რომ მფლობელი აკმაყოფილებს კვალიფიკაციის სტანდარტს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გამოსცემს ოფიციალურ სერტიფიკატს განაცხადის და დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე.

მოთხოვნები პედაგოგიური პერსონალის მიმართ

კურსის სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია პერსონალით, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

  • საწვრთნელი ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი/ინსტრუქტორი;

  • უმაღლესი საზღვაო ან პროფესიული საზღვაო განათლება; და

  • სავახტო თანაშემწე (სანაპირო ნაოსნობა).

მოწყობილობები და აღჭურვილობა

პროგრამის განხორციელებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვეულებრივი საკლასო ოთახი, მათ შორის დაფა, კომპიუტერი და ეკრანი/პროექტორი აუდიო-ვიზუალური მასალის საჩვენებლად. გარდა ამისა, ხელსაწყოები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დიაგრამებზე მუშაობისა და დემონსტრაციებისთვის.

დაწესებულება ვალდებულია პრაქტიკული კომპონენტი განახორციელოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემზე ან სიმულატორზე.

პროგრამის განხორციელება დასაშვებია დისტანციური სწავლების მეთოდით, გარდა პრაქტიკული კომპონენტისა.

სასწავლო საშუალებები

პროგრამის მიზნებისთვის გამოყენებული უნდა იყოს ნებისმიერი სასწავლო საშუალებები, მათ შორის, Handouts, Power Point პრეზენტაციებით, DVD დისკებით და ა.შ.

ბიბლიოგრაფია (პირობითი)

  • ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები (COLREGs);

  • IMO პირადი გადარჩენის საშუალებების კოდექსი (LSA Code);

  • გემებიდან დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო კონვენცია (MARPOL);

  • საქართველოს საზღვაო კოდექსი;

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის N 16 ბრძანება ,,იახტების უსაფრთხოების წესები და ტექნიკური სტანდარტების’’ დამტკიცების შესახებ;

  • „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის დეკემბრის №451 დადგენილება

  • სასწავლო რიდერი.

პროგრამის განრიგი

საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებამ განრიგი უნდა წარმოადგინოს დეტალურად აღიარების დოკუმენტაციასთან ერთად, როგორც დამტკიცების პროცედურის ნაწილი, რომელიც უნდა მოიცავდეს შესვენების დროს.

პროგრამის მიმოხილვა

N კურსის მიმოხილვა თეორიული საათები პრაქტიკული საათები
1 მცურავი საშუალებების აღწერილობა და მათი დანიშნულება 3 -
3 სანავიგაციო აღჭურვილობა 2 2
4 გემის ოპერატორის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა შიდა სახმელეთო წყლებში 1 -
5 უსაფრთხოება 2
6 პირველადი დახმარების გაწევა 2 1
7 გადაუდებელი პროცედურები 2
8 მცურავი საშუალების მანევრირების ოპერაციები 2 6
9 შესაბამის დაწესებულებებთან კომუნიკაციის დამყარება და გაცნობა 2
10 ზღვაზე შეჯახების პრევენცია 4
11 საბაზო ინჟინერია 3 1
12 დაბინძურების პრევენცია 2 -
სულ 35 საათი

დეტალური სილაბუსი

1. მცურავი საშუალებების აღწერილობა

  • მცურავი საშუალების ძირითადი სტრუქტურული ნაწილების ზოგადი ცოდნა და მისი სხვადასხვა ნაწილის შესაბამისი დასახელებები;

  • მცურავი საშუალების გარკვეული სახეობების გაცნობა, როგორიცაა გასართობი, კომერციული და სხვა;

  • მცურავისაშუალების და კორპუსის ნაწილები;

  • ძირითადი საზღვაო ტერმინოლოგია;

  • სინთეზური თოკების თვისებების ცოდნა ყოველდღიურ გამოყენებაში;

  • მცურავი საშუალების ზღვაოსნობაუნარიანობა;

  • საწვავი, წყალი და სხვა პირობები მცურავი საშუალებების სიმძლავრისა და დიაპაზონის მიხედვით;

  • გემის შეზღუდვები (სიჩქარე, ძრავები და სათადარიგო ძრავები).

2. სანავიგაციო აღჭურვილობა

  • მცურავი საშუალების სანავიგაციო აღჭურვილობის მოკლე მიმოხილვა:

  • ტექნიკური გაუმართაობა და სათადარიგო აღჭურვილობა;

  • პირველადი და მეორადი სანავიგაციო ხელსაწყოები.

3. გემის ოპერატორის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

  • გემის ოპერატორის უფლებამოსილება;

  • გემის ოპერატორის სამართლებრივი როლი;

  • ნავიგაციის პასუხისმგებლობები;

  • ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა;

  • კარგი საზღვაო პრაქტიკა;

  • გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა.

4. უსაფრთხოება

  • უსაფრთხოების აღჭურვილობის, მისი განლაგების, სათანადო მოვლისა და გამოყენების ცოდნა;

  • LSA და FFE სათანადო გამოყენება;

  • ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა;

  • ხანძრის რისკების შემცირება;

  • ხანძრის გამოვლენა და მზადყოფნის მდგომარეობის უზრუნველყოფა ხანძარსაწინააღმდეგო სიტუაციებზე რეაგირებისთვის;

  • სათანადო კომუნიკაცია ხანძრის ჩაქრობის დროს.

5. პირველადი დახმარების გაწევა

  • სისხლდენა, სახვევისა და არტაშანის გამოყენება;

  • ადამიანის უგონო მდგომარეობაში ჩავარდნა და შემდგომი რეაგირება;

  • რეანიმაცია, ორგანიზმის გამოცოცხლება / გონებაზე მოყვანა;

  • დამწვრობა და ელექტროენერგიით გამოწვეული უბედური შემთხვევები;

  • შოკის მართვა.

6. გადაუდებელი პროცედურები

  • პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციების დროს;

  • პროცედურები მცურავი საშუალების მიტოვების დროს;

  • სათანადო კომუნიკაცია საგანგებო სიტუაციების დროს;

  • სამაშველო პროცედურების საბაზისო ცოდნა;

  • გადარჩენილების შემდგომი საფრთხეები.

7. მცურავი საშუალების მანევრირება

  • სათანადო მანევრირება სხვადასხვა პირობებში;

  • ქარის და დინების გავლენა მართვაზე.

8. შესაბამის დაწესებულებებთან კომუნიკაციის გაცნობა

  • ძირითადი ინფორმაცია ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისთვის (როლი და ფუნქცია);

  • ინფორმაციის გადაცემა და მიღება.

9. ზღვაზე შეჯახების პრევენცია

  • ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესების (COLREGs) ცოდნა და გააზრება;

  • საჭის მართვისა და წესები 5, 7, 8, 9, 10 და 12–19 (სრული ცოდნა);

  • ყველა სხვა წესი (ძირითადი პრინციპების ცოდნა).

10. საბაზო ინჟინერია

  • ძირითადი ექსპლუატაცია;

  • შიდა წვის ძრავები;

  • მმართავი მექანიზმი;

  • პროცედურების დაწყება და დასრულება;

  • ბატარეები;

  • გენერატორები და სტარტერი ძრავა;

  • ელექტროსისტემა;

  • საწვავის სისტემები;

  • საწვავის მოხმარება, შეფასება და კალკულაცია;

  • საწვავის პრობლემები;

  • ჰაერისა და გამონაბოლქვი სისტემა;

  • შეზეთვის სისტემა;

  • გაგრილების სისტემა;

  • ძრავის სათადარიგო ნაწილები;

  • ძრავის კონტროლი;

  • ხარვეზების აღმოფხვრა.

11. დაბინძურების პრევენციის გაცნობა

  • საზღვაო გარემოს ზოგადი გაცნობა და გააზრება;

  • საზღვაო გარემოსთან დაკავშირებული შესაბამისი რეგულაციების მიმოხილვა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2026.
როდის იქნა მიღებული „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2026. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.55.067.016230.
სად არის „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის N72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №104, 29.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016230 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6897299/